Sunday, 15 December 2013

სამოდელო გაკვეთილები ქართულ ენასა და ლიტერატურაში



გაკვეთილის  თემა
,,ბ-უ”-ს  შესწავლა.
სწავლების საფეხური/კლასი
I საფეხური, II ა კლასი
საგანი/საგნები
ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებლის  სახელი  და  გვარი, ელ. ფოსტა
ნინო  გამყრელიძე   განათლების  (პედაგოგიკის)  მეცნიერებათა  დოქტორი
ninogamkrelidze@gmail.com
ჩატარების ადგილი და დრო
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა    06.11.2012
მოსწავლეთა  რაოდენობა
31
განსაკუთრებული მიდგომების, საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
არა
გაკვეთილის სასწავლო  მიზნები
 (საგნების მიხედვით)
შესასწავლი  ბგერის  დაფიქსირება  და  მეტყველებიდან  მათი  გამოყოფა, მიმართების  დამყარება  შესაბამის  გრაფიკულ  ხატთან;  შესასწავლი  ასოების  გამოყოფა  მთლიანი  სიტყვიდან  და  თავასოს  დაფიქსირება;  სიტყვის  მთლიანი  ხატის  აღქმა,  მისი  იდენტიფიკაცია:  აკუსტიკურის  ნახატთან,  ნახატის-ნაბეჭდთან;  ფონოლოგიური  ცნობიერების  განვითარება;  მოსმენა  და  ადეკვატური  რეაგირება  ინფორმაციასა  და  ინსტრუქციაზე;  ლექსიკის  გამდიდრებაზე  ზრუნვა;  ციფრული მოწყობილობების დანიშნულებისა და მათი მოქმედების ძირითადი პრინციპების გაგების დემონსტრირება; ციფრულ მოწყობილობებთან ურთიერთქმედებისა და შეტანა-გამოტანის საშუალებების, ამ მოწყობილობების ეფექტიანი ფუნქციო­ნირება; სახატავი და ტექსტური რედაქტორების გამოყენება; ორიგინალური ნამუშევარის ელექტრონულ ფორმატში დამზადება.
მისაღწევი  შედეგები/ინდიკატორები  (საგნობრივი  სტანდარტი)
შეუძლია  შესწავლილი  ბგერის  სიტყვიდან  გამოყოფა,  თავასოს  დაფიქსირება;  ამოიცნობს  შესწავლილ  ასოს  ანბან-პლაკატზე,  ნახატიან  ლექსიკონში,  ლოტოში;  აღიქვამს  სიტყვის  მთლიან  ხატს  და  ამყარებს  მიმართებას  მის  აღმნიშვნელ  საგანთან;  ახდენს  აკუსტიკური  ხატის  იდენტიფიკაციას  ნახატთან,  ნახატის-ნაბეჭდთან;  დამოუკიდებლად  გამოყო  სიტყვათა  სიმრავლიდან  ის  სიტყვები,  რომლებიც  ,,ბუ”  მარცვალზე  იწყება.  დაასახელა  ბ-ზე  და  უ-ზე  დაწყებული  სიტყვები;  ახდენს ციფრული მოწყობილობების დანიშნულებისა და მათი მოქმედების ძირითადი პრინციპების გაგების დემონსტრირებას (კომპიუტერის ჩართვა, გადატვირთვა, გამორთვა);
სწორად იყენებს ციფრულ მოწყობილობებთან ურთიერთქმედებისა და შეტანა-გამოტანის საშუალებებს, ამ მოწყობილობების ეფექტიანი ფუნქციო­ნირების მიზნით;
იყენებს სახატავ და ტექსტურ რედაქტორებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული სასწავლო აქტივობისას;
ამზადებს და გამოსცემს ორიგინალურ ნამუშევარს ელექტრონულ ფორმატში (მაგალითად, ქმნის ნახატს).
თანმიმდევრობა
აქტივობები  და  მეთოდები



  • აქტივობა 1 
  • მოსწავლეები  კითხულობენ  ანბან-პლაკატს  და  აფიქსირებენ  შესწავლილ  ასოებს.   3 წთ.
  • აქტივობა  2                                                   
/  მასწავლებელი  მოსწავლეებს აძლევს დავალებას ბუკებში: შეავსონ გამოტოვებული ასოები/.  2 წთ.

  • აქტივობა 3
  • ,,"  და  ,," -ს  გაცნობა და ჩვენება       
/მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს ახალ ასო-ბგერებს, აფიქსირებს  ანბან-პლაკატზე  და აჩვენებს  ვიდეომასალას (ქამა-ბუქი).  3 წთ.
·        აქტივობა  4
·        მოსწავლეები  მუშაობენ  ნახატიან  ლექსიკონზე.  10  წთ.
·        წუთშესვენება  1 წთ.
  •   აქტივობა 5 
  • სლაიდ-შოუ                                                  
/მასწავლებელი ბუკის გამოყენებით აჩვენებს მოსწავლეებს წინასწარ  მომზადებულ  პრეზენტაციას,  სადაც  ყველა  მოსწავლე  ერთდროულად  კითხულობს  სლაიდზე  მოცემულ  მარცვლებს,  სიტყვებსა  და  წინადადებებს/.  3 წთ.

  • აქტივობა 6
  • საანბანო  ლოტოთი  მუშაობა 
/მოსწავლეები მოძრავი ანბანის საშუალებით  ადგენენ სიტყვებს ,რომლებშიც ფიგურირებს  ახალი  შესწავლილი  ასოები/.  5 წთ.
  • აქტივობა 7
  • წერითი  სავარჯიშო  5 წთ.

·        აქტივობა 8
·        შეჯამება                                                    
/მასწავლებელი კითხვა -პასუხის საშუალებით აჯამებს შესწავლილ მასალას:
·        რომელ ასო–ბგერებს   გავეცანით დღეს?
·        ხმოვანია თუ თანხმოვანი?
·        ჩამოთვალთ სიტყვები, რომლებიც  იწყება  ,,ბ”-ზე,  ,,უ”-ზე.  3წთ.

შეფასება
განმავითარებელი  კომენტარი
საკლასო მენეჯმენტი
 და საგანმანათლებლო  რესურსები
ანბან-პლაკატი,  დაფა,  ცარცი,  მოსწავლის  წიგნი,  მასწავლებლის  წიგნი,  საანბანო  ლოტო,  სამუშაო  რვეული ,  ბუქი,  სლაიდები,  საწერ-კალმები. http://www.ambebi.ge/images/pictures/mozaika/buneba/fir-tree.jpg









შეფასების რუბრიკა



კრიტერიუმები
ყოველთვის
ხშირად
იშვიათად
არასდროს
ასახელებს მითითებულ ბგერაზე სიტყვას




ამთლიანებს ბგერებად დაშლილ სიტყვას




სურათის აღწერისას იყენებს დასრულებულ წინადადებებს; მეტყველებს გამართულად, სწორი ინტონაციით




ცნობს და ასახელებს ნასწავლ ასოებს ანბან-პლაკატზე




შეუძლია დასახელებული სიტყვის აწყობა მოძრავი ანბანით




სწორად იყენებს საწერ სივრცეს; სწორად გამოწერს ბადეში დეტალებს ნიმუშის მიხედვით




აქტიურად იყენებს ბუკს სხვადასხვა დავალების შესასრულებლად












გაკვეთილის  თემა
ვაშა, ჩვენ კითხვა ვიცით!
სწავლების  საფეხური/კლასი
 I საფეხური, I კლასი 
ინტეგრირებული  საგნები
ქართული ენა და ლიტერატურა,  ისტ.
მასწავლებლის  სახელი  და  გვარი
ნინო  გამყრელიძე   განათლების  (პედაგოგიკის)  მეცნიერებათა  დოქტორი.
მოსწავლეთა  რაოდენობა
31
განსაკუთრებუ
ლი მიდგომების, საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
არ მყავს
გაკვეთილის სასწავლო  მიზნები
 (საგნების მიხედვით)
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:
ლიტერატურული  მასალის  ანალიზი  და  შეფასება;  აზროვნებისა  და  მეტყველების  განვითარება; 
სწორი  კითხვისა  და  წერის  ჩვევების  დაუფლება;  სიტყვის ბგერით  შედგენილობაზე  დაკვირვება;
 ისტ-ის გამოყენება შემოქმედებითი  თვალსაზრისით (მაგ:სლაიდზე მოთავსებულ   ფოტოებზე  მსჯელობა );
ბუკში ნახატის შესრულება.
მისაღწევი  შედეგები/ინდიკატორები  (საგნობრივი  სტანდარტი)
მოსწავლე  კითხულობს  მთლიანი  სიტყვებით,  სწორი  ინტონაციით;  
თვითონვე  ასწორებს  დაშვებულ  შეცდომებს; 
გადმოსცემს  ტექსტის  შინაარსს; 
საუბრობს  საკუთარ  გამოცდილებაზე; 
განარჩევს  და  ამოიცნობს  წინადადების  საზღვრებს  ტექსტში; 
აფასებს  პერსონაჟებს  და  მათ  საქციელს; 
სათანადოდ  განსაზღვრავს  და  კითხულობს  ტექსტის  მოკლე  შინაარსს; 
წერს  ბადეში  ასოებს,  სიტყვებს,  წინადადებას;
მოსწავლე იყენებს ისტ-ის საშუალებებს;
სწავლის პროცესში აქტიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან;
მასწავლებლის დახმარებით საკუთარი ინიციატივით გეგმავენ იმ საქმიანობას, რომლის განხორციელების შედეგადაც გარკვეულ ნაშრომს ქმნიან. 
ფონური ცოდნა
მოსწავლეებმა  იციან ტექსტურ რედაქტორში მუშაობა, ხაზების გამოყენებით დავალების მონიშვნა, შრიფტისა და ფერის შეცვლა, ნახატის შესრულება. შესწავლილი აქვთ  ყველა ასო-ბგერა.
თანმიმდევრობა
აქტივობები  და  მეთოდები

აქტივობა  1
·         კითხვის  დაწყებამდე   დაფაზე  არეულად  ვწერ  სიტყვებს:  სწავლა,  სიბნელე,  სინათლე,  უსწავლელობა.   მოსწავლეები  ალაგებენ  ამ  სიტყვებს  ისე,  რომ  მიიღონ  ანდაზა.  ამ  ანდაზის  მიხედვით  მათ   უნდა  შეადგინონ  პატარა  თხზულება.  3  წთ.

აქტივობა  2
მოსწავლეები  საუბრობენ,  რომ  ცოდნის მიღება შესაძლებელია წიგნის საშუალებით,  რომ  მათ  ბევრი  უნდა  იკითხონ, რადგან გამოვიდნენ განათლებული ადამიანები.  სწორედ  აქედან  გაჩნდა  პროექტის  განხორციელების იდეაც და მათ მაშინვე დაიწყეს ფიქრი, თუ როგორ დაეგეგმათ სამუშაო.  3  წთ.

აქტივიბა  3
·         ვკითხულობს  ტექსტს  სათანადო ინტონაციის  დაცვით,  ვაკეთებ  პაუზებს  უცნობ  სიტყვებთან.  შემდეგ  კი  მოსწავლეები  კითხულობენ  ნაწილ-ნაწილ. გზადაგზა  ეძებენ  და ჩემი დახმარებით ხსნიან  უცნობ  სიტყვებს.
      5  წთ.

აქტივობა  4
·         მოსწავლეებს  ფაქტებზე  ორიენტირებული  კითხვების  საშუალებით  გადმოვაცემინებ  ტექსტის  შინაარსს.  3  წთ.

აქტივობა  5                                                   
 Classroom  Management-ის საშუალებით  მოსწავლეებს ვაჩვენებ ჩემ მიერ  მომზადებულ  პრეზენტაციას.  ისინი მსჯელობენ  მასალის  ირგვლივ:  საუბრობენ, თუ  სად  ინახება  ყველაზე  ბევრი  წიგნი,  რომ  მათი  მშობლები  სარგებლობენ  ბიბლიოთეკით,  რომ  მათ  ოჯახებში  ბევრი  წიგნია  და  უფროსები  კითხულობენ,  რომ  მათაც  უკითხავენ  საბავშვო  მოთხრობებსა  და  ზღაპრებს.
 4 წთ.

წუთშესვენება  
ფიზიკური  ვარჯიში    1  წთ.

აქტივობა  6
მოსწავლეები  ასახელებენ  ზარმაცისთვის  და  ბეჯითისთვის  დამახასიათებელ  თვისებებს.   2  წთ.

აქტივობა  7 
·         მოსწავლეები  გაიაზრებენ  წაკითხულს  და  აკეთებენ  დასკვნას.  ასაბუთებენ  თავიანთ  მოსაზრებას.   3  წთ.

აქტივობა  8
·         ენობრივ  მასალაზე  დაკვირვება.
კლასი დავყავი  5  ჯგუფად.  თითოეულ  ჯგუფს  ბუკის  საშუალებით კლასის მართვის პროგრამით გადავუგზავნე  ახალი  ლექსიკური  ერთეულები,  მათ  უნდა  ახსნან  მოცემული  სიტყვის  მნიშვნელობა  და  შეადგინონ  წინადადებები (იხილეთ დანართი). 5  წთ.

აქტივობა  9
·         მოსწავლეები  ბუკებში  ხატავენ  მათთვის  საყვარელ  ზღაპრის  გმირებს  და  ერთმანეთს  უზიარებენ.
 4  წთ.
აქტივობა  10
·         მოსწავლეები ავსებენ თვითშეფასების რუბრიკას.
 2  წთ.
შეფასება
შეფასებას ვახდენ  მოსწავლის თვითშეფასების რუბრიკითა და გაკვეთილზე ჩართულობის შეფასების  სქემის გამოყენებით.
საკლასო მენეჯმენტი
 და საგანმანათლებ
ლო  რესურსები

ბუკები, წინასწარ  მომზადებული  სავარჯოშოები,  პრეზენტაცია, დედაენის  სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, საწერ-კალმები, რვეულები.








მოსწავლის თვითშეფასების რუბრიკა


კრიტერიუმები
დიახ
არა
ნაწილობრივ
გაკვეთილზე ვიყავი აქტიური



ჯგუფის წევრებთან ვმუშაობდი შეთანხმებულად



შევძელი ჩემი შესაძლებლობების გამოვლენა






მოსწავლის გაკვეთილზე ჩართულობის შეფასების სქემა


კრიტერიუმები
ყოველთვის
ხანდახან
იშვიათად
არასდროს
საუბრობს ნელა და გარკვევით.




მონაწილეობს დისკუსიებში




საუბრის დროს მოჰყავს არგუმენტები და ფაქტები




მონაწილეობს ჯგუფურ აქტივობებში




ეხმარება თანატოლებს












სამოდელო გაკვეთილი გეგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში


გაკვეთილის  თემა
მსგავსი მნიშვნელობის სიტყვები-სინონიმები
სწავლების საფეხური/კლასი
I საფეხური, II ა კლასი
საგანი/საგნები
ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებლის  სახელი  და  გვარი, ელ. ფოსტა
ნინო  გამყრელიძე   განათლების  (პედაგოგიკის)  მეცნიერებათა  დოქტორი
ninogamkrelidze@gmail.com
ჩატარების ადგილი და დრო
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა   
მოსწავლეთა  პროფილი
31
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები გამოიმუშავებენ ძირითადი გრამატიკული ელემენტების მართებულად გამოყენების უნარ-ჩვევებს.
განსაკუთრებული მიდგომების, საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
არა
გაკვეთილის სასწავლო  მიზნები
 (საგნების მიხედვით)
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ სიტყვის სემანტიკაზე დაკვირვება; მსგსვსი მნიშვნელობის სიტყვების დასახელება და ადეკვატურად გამოყენება; შინაარსით მახლობელი სიტყვების გამოყენებით წინადადებების შედგენა; დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფური და ინდივიდუალური სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება; გრამატიკული თვალსაზრისით მართებული სიტყვა-ფორმების აგება;
ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
მისაღწევი  შედეგები/ინდიკატორები  (საგნობრივი  სტანდარტი)
მოსწავლეს შეუძლია სიტყვის სემანტიკაზე დაკვირვება; მსგსვსი მნიშვნელობის სიტყვების დასახელება და ადეკვატურად გამოყენება; შინაარსით მახლობელი სიტყვების გამოყენებით წინადადებების შედგენა; დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფური და ინდივიდუალური სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება; გრამატიკული თვალსაზრისით მართებული სიტყვა-ფორმების აგება; ლექსიკური მარაგის გამდიდრება.

ფონური ცოდნა
მოსწავლეებმა იციან საგნის, საგნის თვისებისა და საგნის მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები.
თანმიმდევრობა
აქტივობები  და  მეთოდები



მოსწავლეებს წინა დღეს  კლასის მართვის პროგრამით გადავუგზავნი ,,ელექტრონულ წიგნს“, ვაძლევ მითითებას, ყურადღებით გაეცნონ მოცემულ ფაილს და მომდევნო დღეს ერთმანეთს გაუზიარონ. დამხმარე ,,ელექტრონულ წიგნში“  მოცემული ილუსტრაციები და ჩემი ხმოვანი კომენტარები მოსწავლეს დაეხმარება, თავად შეიმეცნოს ახალი მასალა სახლში. მას საშუალება ეძლევა, ,,ელექტრონული წიგნი“ მრავალჯერ წაიკითხოს ინდივიდუალური ტემპით                                                    და გააკეთოს ჩანაწერები. 
მომდევნო დღეს რეფლექსიის ფაზა გრძელდება კლასში მრავალფეროვანი აქტივობებით.
·         აქტივობა  1
მოსწავლეებს შევთავაზებ სავარჯიშოს:
ჩასვით მნიშვნელობით ახლო მდგომი სიტყვები
ღონიერი (---------) მამაკაცი.
ბოროტი (----------) ჯადოქარი.
ხუჭუჭა (-----------) ბიჭი.
ლამაზი (-----------) მეგობარი.
ლმობიერი (------------) მონადირე.   5 წთ.
  •   აქტივობა 2
ამის შემდეგ გადავალ მეორე აქტივობაზე, რომელსაც მოსწავლეები შეასრულებენ ინდივიდუალურად.  
მოცემულ არსებითსა და ზედსართავ სახელებს მიუსადაგეთ შინაარსით მახლობელი სიტყვები და გამოიყენეთ ისინი წინადადების შესადგენად:
მაგალითად: პაპა, ფაფუკი, მშვენიერი, ჩქარი, მშვიდი, გულადი, სნეული.  12 წთ.
  • აქტივობა 3
მოცემულ წინადადებებში მოძებნეთ საგნის მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები  და შეცვალეთ შინაარსით მახლობელი სიტყვებით:
ოქროსფრად ალიცლიცდება მზის შუქი თავთავზე.
თბილისელმა ბიჭმა გიო ფეხბურთის სათამაშოდ მოიწვია.
მზიამ გზაზე მოხუცი ქალი შეამჩნია.
მოხუცი შეკრთა, ბოხჩა და ყავარჯენი დაუვარდა და თვითონაც წაბარბაცდა.  5 წთ
  • აქტივობა 4
მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს დავავალებ, ვინ უფრო მეტ შინაარსით მახლობელ სიტყვას მოიფიქრებს მოცემული ლექსიკური ერთეულებისათვის. მათ დავწერ დაფაზე:
ყმაწვილები, მეგობარი, ბალღი, ლმობიერი, უხვად, სასიამოვნო, გავინაბე, შეშინებული, გაშმაგებული, მხიარული, ნაღვლიანი, ბოროტი.  7 წთ
·         აქტივობა 5
მოცემული მსგავსი მნიშვნელობის სიტყვების საშუალებით შეადგინეთ წინადადებები:
ბორგვა-შფოთვა, მშვიდი-წყნარი, მარდი-სწრაფი, გაიხლართა-გაება, მოჰკრა-შენიშნა-შეამჩნია, უშიშარი-შეუპოვარი-გულადი.  8 წთ.
·         აქტივობა 6
მოსწავლეებს წავუკითხავ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობას ,,ვანო და ფრინველები“. შემდეგ დავუსვამ შეკითხვას:
როგორი სიზმარი ნახა ვანომ?
ვანომ მეტად საამური სიზმარი ნახა.
თუ შეგიძლიათ, მიუსადაგეთ სიტყვას ,,საამური“ შინაარსით მახლობელი სიტყვები.
ტკბილი, სასიამოვნო, მშვენიერი...
შეიცვლება თუ არა წინადადების აზრი, თუ სიტყვა ,,საამურის“ ნაცვლად გამოვიყენებთ შინაარსით მახლობელ სიტყვას?
არა.
ასე გავაგრძელებ ბოლომდე.   5 წთ.
·         აქტივობა 7
გაკვეთილის ბოლოს მოკლედ  ვაჯამებ გამოყენებულ აქტივობებს.  3 წთ.

სწავლების ორგანიზების ფორმები
ინდივიდუალური, ჯგუფური
შეფასების საგანი და პროცედურები
შეფასებისა და თვითშეფასების  რუბრიკები
საკლასო მენეჯმენტი
 და საგანმანათლებლო  რესურსები
Pover Point-ში  ჩემ მიერ დამზადებული ელექტრონული წიგნი, ბუკები, უკაბელო ლოკალური ქსელი, მასწავლებლის წიგნი, მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული, დაფა, ფერადი ცარცი, საწერ-კალმები.




 პორტფოლიოს რუბრიკა




4
3
2
1
სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ სტანდარტებსა და ამოცანებს.
გეგმაში ნათლადაა ახსნილი, თუ როგორ განაპირობებს გეგმით განსაზღვრული სამუშაოს შესრულება მოსწავლეების მიერ სტანდარტების და მიზნების მიღწევას.
გეგმაში ახსნილია, თუ როგორ განაპირობებს გეგმით განსაზღვრული სამუშაოს შესრულება მოსწავლეების მიერ სტანდარტების და მიზნების მიღწევას, მაგრამ სქემატურია
გეგმაში ახსნილია, რომ გეგმით განსაზღვრული ზოგიერთი სამუშაოს შესრულება მოსწავლეებს დაეხმარება სტანდარტების და მიზნების მიღწევაში
გეგმაში ახსნილია, რომ გეგმით განსაზღვრული სამუშაოს მხოლოდ მცირე ნაწილი დაეხმარება მოსწავლეებს სტანდარტების და მიზნების მიღწევაში.
სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
გეგმაში ინტეგრირებულია სწავლების, მოდელირების და პრაქტიკის მრავალფეროვანი შესაძლებლობები, რომლებიც მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებასა და დახვეწაში დაეხმარება.
გეგმაში ინტეგრირებულია სწავლების და  მოდელირების შესაძლებლობები, რომლებიც მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებასა და დახვეწაში დაეხმარება, მაგრამ არ იძლევა ყველა სქემის გააზრების შესაძლებლობას.
მოსწავლეები პრაქტიკაში იყენებენ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს გაკვეთილზე, თუმცა ამ უნარ-ჩვევების სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობები შეზღუდულია. შეკითხვები ძალიან ზოგადია.

მოსწავლეები იშვიათად იყენებენ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს გაკვეთილზე.
სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს.
გეგმაში ინტეგრირებულია სასწავლო გეგმის განმსაზღვრელი შეკითხვები, რათა მოსწავლეებმა აქცენტი გააკეთონ მნიშვნელოვან ცნებებსა და გაკვეთილის არსებით საკითხებზე.
გეგმაში ხშირად გამოიყენება მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები, რათა მოსწავლეებმა აქცენტი გააკეთონ მნიშვნელოვან ცნებებსა და გაკვეთილის არსებით საკითხებზე, მაგრამ არ იძლევა ყველა ცნების გააზრების შესაძლებლობას.
გეგმაში ზედაპირულად გამოიყენება მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები და მათი გამოყენება  მოსწავლეების ყურადღების მიზანმიმართულად კონცენტრირებას არ ემსახურება. შეკითხვები ძალზედ ზოგადია/ან არ ემსახურება საკითხის არსის გააზრებას.
გეგმაში არ გამოიყენება  მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები.
სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვიყენებთ მრავალფეროვან პროდუქტებს
გაკვეთილის გეგმის მიხედვით, მოსწავლეებს ცოდნის დემონსტრირების ფორმებს შორის არჩევანის უფლება აქვთ. ისინი ქმნიან პროდუქტებს და წარმოადგენენ ურთიერთდაკავშირებული დავალებებისა და აქტივობების მეშვეობით. 
გაკვეთილის გეგმის მიხედვით, მოსწავლეებს ცოდნის დემონსტრირების ფორმებს შორის გარკვეული სახის არჩევანის უფლება აქვთ. ისინი ქმნიან პროდუქტებს და წარმოადგენენ ურთიერთდაკავშირებული დავალებებისა და აქტივობების მეშვეობით.  შემოთავაზებულია რამდენიმე ფორმა და მოსწავლეები მათგან არჩევენ.
გაკვეთილის გეგმის მიხედვით, ცოდნის დემონსტრირების ფორმებს შორის  არჩევანის უფლება შეზღუდულია. ისინი ასრულებენ აქტივობებს, რომლებიც საბოლოო პროდუქტს ან ცოდნის გამოყენებას ნაკლებად უკავშირდება.
მოსწავლეებს არ აქვთ შესაძლებლობა, წარმოადგინონ თავიანთი ცოდნა, პროდუქტის შექმნით და პრაქტიკაში გამოყენებით.
სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ განსხვავებებს მოსწავლეთა შესაძლებლობებში.
გეგმაში ნათლად განსაზღვრული და გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის მსწავლელთა საჭიროებები.
გეგმაში გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის მსწავლელთა საჭიროებები.
გეგმაში მინიმალურადაა გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის მსწავლელთა საჭიროებები.
გეგმაში არაა გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის მსწავლელთა საჭიროებები.
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შინაარსის ათვისებას.
გაკვეთილზე მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს თემატიკისა და ცნებების უკეთ გაგებისთვის, თემატიკის შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების განვითარებისთვის.
გაკვეთილზე მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი ცნებების უკეთ გაგებისთვის, თემატიკის შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის.
გაკვეთილზე მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს მნიშვნელოვან ცნებებზე ინფორმაციის მოპოვებისთვის.
ტექნოლოგიების გამოყენება მხოლოდ ზედაპირულად უკავშირდება სასწავლო თემატიკას.
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ათვისებას.
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს სწავლის პროცესს  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებით, შესაბამისი დავალებების და სასწავლო მასალის გამოყენებით. 
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს სწავლის პროცესს  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებით, დავალებებისა და სასწავლო მასალის შესაბამისად. 
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების პრაქტიკას.
ტექნოლოგიების გამოყენება არ განაპირობებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.
ტექნოლოგიების ინტეგრირება უზრუნველყოფს მოსწავლეთა და კლასის საჭიროებების დაკმაყოფილებას.
ჩემს გეგმაში  მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც ყველა დონესა და ინტერესს შეესაბამება ისე, რომ თან გარკვეულ გამოწვევას სთავაზობს მოსწავლეებს. მოსწავლეები რამეს ქმნიან ტექნოლოგიების გამოყენებით.
ჩემი მოსწავლეები, როგორც წესი, იყენებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც მათ ასაკობრივ ჯგუფს და მრავალი ტიპის შემსწავლელსა და სწავლის სტილს შეესაბამება.

ჩემი მოსწავლეები დროდადრო იყენებენ ტექნოლოგიებს, რომელიც მათ ასაკობრივ ჯგუფს შეესაბამება.
მოსწავლეები იშვიათად იყენებენ ტექნოლოგიებს. ძირითადად, გამოყენებული ტექნოლოგიები მათ დონესა და ინტერესებს არ შეესაბამება.  
გამოყენებული ტექნოლოგიების სპექტრი გონივრულად შერჩეულია და არსებულ შესაძლებლობებსა და კონკრეტულ გარემოებებს შეესაბამება.
გამოყენებული ტექნოლოგიების სპექტრი გონივრულად შერჩეულია, თუმცა  არსებულ შესაძლებლობებსა და კონკრეტულ გარემოებებს ზოგჯერ არ შეესაბამება.
შერჩეული ტექნოლოგიების გამოყენება ჩემი  მხრიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
შერჩეული ტექნოლოგიების გამოყენება ჩემს კონკრეტულ სიტუაციაში, არსებული გარემოებების გამო, შეუძლებელია.
შეფასების სტრატეგიები ეფუძნება სტანდარტებს და ამოცანებს.
შეფასების ფორმები ნათლად და დეტალურად ითვალისწინებს სტანდარტებს, სასწავლო ამოცანებს, შესწავლილ მასალას და გამართულია ორგანიზაციული და ვიზუალური თვალსაზრისით.
შეფასების ფორმები ითვალისწინებს სტანდარტებს, სასწავლო ამოცანებს და შესწავლილ მასალას.
შეფასების ფორმები ითვალისწინებს მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის სტანდარტებსა და სასწავლო ამოცანებს.
შეფასების ფორმები ითვალისწინებს მხოლოდ რამდენიმე სტანდარტსა და სასწავლო ამოცანას.
შეფასების სტრატეგიები მოსწავლეზეა ორიენტირებული.
გეგმის მიხედვით, მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ შეფასების ფორმების შექმნაში და ხშირად უწევთ თანაკლასელების შეფასება ან თვითშეფასება.
გეგმის ფარგლებში მოსწავლეებმა შესაძლოა  მონაწილეობა მიიღონ შეფასების ფორმების შექმნაში და თანაკლასელების შეფასებაში ან თვითშეფასებაში.
გეგმის ფარგლებში მოსწავლეებმა შესაძლოა  მონაწილეობა მიიღონ თანაკლასელების შეფასებაში ან თვითშეფასებაში.
გეგმის ფარგლებში მოსწავლეების როლის შეფასების პროცესში მინიმალური ან ნულოვანია.
შეფასების  ფორმები ემყარება დავალების ხარისხის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს. ჩემი შეფასებები მოსწავლეებს ეხმარება, ერთმანეთს შეუდარონ მათი მუშაობის ხარისხი და მოლოდინები.  
შეფასების  ფორმები ემყარება ხარისხის განმსაზღვრელ გარკვეულ კრიტერიუმებს. მოსწავლეებს შეუძლიათ, ჩემი შეფასებები გამოიყენონ მათი მუშაობის ხარისხის გაზომვისთვის მოლოდინებთან შესადარებლად. შემოთავაზებულია მრავალფეროვანი აქტივობები, მაგრამ არ არის მითითებული, რა მიზნებისთვის.
შეფასების ფორმებში ხარისხის განმსაზღვრელი კრიტერიუმები არაა მკაფიოდ წარმოდგენილი და მოსწავლეებს გაუჭირდებათ თავიანთი პროგრესის შეფასება.
მოსწავლეები ვერ გამოიყენებენ ჩემ მიერ შეთავაზებულ შეფასების ფორმებს თვითშეფასებისთვის.
შეფასების სტრატეგიები მრავალფეროვანი და მიმდინარეა.
ჩემს გეგმაში ინტეგრირებულია შეფასების ფორმალური და არაფორმალური ფორმების მრავალფეროვნება, რაც შეფასების ხუთ მიზანს შეესაბამება.
ჩემს გეგმაში ინტეგრირებულია შეფასების ფორმალური და არაფორმალური ფორმები, რაც შეფასების ხუთ მიზანს შეესაბამება.
ჩემს გეგმაში მოსწავლეების შეფასება იშვიათად და ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ხორციელდება, შეფასების ზოგიერთ მიზანს აკმაყოფილებს.
მოსწავლეები ტრადიციული მეთოდით, ერთი თემის დაფარვის შემდეგ ფასდებიან.




 მოსწავლეთა საჭიროებების შეფასების კრიტერიუმების ჩამონათვალი


ჩემ მიერ შედგენილი შეფასება ამოწმებს მოსწავლეთა საბაზისო ცოდნას, რომელიც შემდეგი თემის დასაგეგმად მჭირდება.

შეფასებითი ინფრომაციის შესაგროვებლად ვიყენებ ზოგად და თემატურ შეკითხვებს.

შეფასების ფორმებში გამოყენებული შეკითხვები მეხმარება მომდევნო თავში აზროვნების ზედა დონისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სტანდარტების დადგენაში.  

წინასწარ გათვლილი მაქვს მოსწავლეთა შესაძლო პასუხები, რათა შეფასებიდან მიზანმმიმართულად მივიღო საჭირო ინფორმაცია.

შეფასებიდან მიღებული ინფორმაცია შემიძლია, გამოვიყენო და მოსწავლეთა საჭიროებები გავითვალისწინო მომდევნო თავში.




 გაკვეთილის მახასიათებლების ჩეკლისტი



პროექტზე დაფუძნებული ეფექტური გაკვეთილის მახასიათებლები
შენიშვნები

სასწავლო პროცესი ორიენტირებულია  მოსწავლეებზე


გაკვეთილი ეფუძნება მნიშვნელოვან სასწავლო ამოცანებს და შეესაბამება სტანდარტებს


გაკვეთილი ეფუძნება მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს


გაკვეთილში ინტეგრირებულია მიმდინარე და შემაჯამებელი შეფასების კომპონენტები?


გაკვეთილში შეტანილია ურთიერთდაკავშირებული დავალებები და აქტივობები, რომლებიც დროშია გაწერილი


გაკვეთილი უკავშირდება რეალურ ცხოვრებას


მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს ნამუშევრების გამოქვეყნებით, პრეზენტაციით ან გამოფენით.


ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს და აძლიერებს სწავლის პროცესს


აზროვნების უნარ-ჩვევების გამოყენება  პროექტზე მუშაობის განუყოფელი ნაწილია


სწავლების მრავალფეროვანი მეთოდები ეხმარება სწავლის სხვადასხვა სტილის მქონე მოსწავლეებს.







სამოდელო გაკვეთილის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ნინო გამყრელიძე  განათლების (პედაგოგიკის) მეცნიერებათა დოქტორი
რაიონი
იმერეთი
სკოლა
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
ქალაქი
ქუთაისი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
,,შრომის საფასური“- ძველი იგავის მიხედვით.
თემის აქტუალობა
თემა აქტუალურია. მოსწავლეები გააცნობიერებენ საკუთარი აზრის გამოხატვის მნიშვნელობასა და ღირებულებას; შეიძენენ თავდაჯერებულობას მეტყველებისას, რათა გახდნენ წარმატებული მოსაუბრენი; გამოიყენებენ სათანადო ლექსიკას; გახდებიან ყურადღებიანი მსმენელები და დამოუკიდებელი მკითხველები.
თემის შინაარსი
ამ ნაწარმოების მიხედვით, მოსწავლეები გაიგებენ ფიზიკური და გონებრივი შრომის, სიკეთის ფასს. მდიდარმა კაცმა თავისი გადაწყვეტილებით ყველაზე ძვირფასი საუნჯე აპოვნინა ობოლ და გაჭირვებულ ბავშვებს. ბიჭები ისეთ ოსტატებად ჩამოყალიბდნენ, რომ ქონების დაგროვება და პატიოსანი ცხოვრება არა მათხოვრობით, არამედ საკუთარი შრომით შეძლეს და საფასურიც აიღეს.
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
დონე/კლასი /მოსწავლეთა პროფილი
I  საფეხური, III ა კლასი, 32 მოსწავლე.
განხორციელების დროის ჩარჩო
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
12.03 .2015
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ: ფონური ცოდნის გააქტიურება; ლექსიკური მარაგის გამდიდრება; ცნობისმოყვარეობისა და შთაგონების აღძვრა; გამოცდილების გავრცობა; საკუთარი ფიქრებისა და გრძნობების გამოხატვა ტექსტში გადმოცემული ინფორმაციის მიმართ; მეტყველების, წარმოსახვის, თავისუფალი მსჯელობის, შემოქმედებითობის განვითარება; საკუთარი და სხვა ადამიანის ემოციების ამოცნობა და გამოხატვა; არჩევანის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა; გრაფიკული ორგანიზატორების ეფექტურად გამოყენება; მოსწავლეებში საკუთარი შესაძლებლობების რწმენის დანერგვა; მოსწავლის თვითშეფასება; საპრეზენტაციო, სასცენო და სახელოვნებო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეებმა შეძლეს: ლექსიკური მარაგის გამდიდრება; ცნობისმოყვარეობისა და შთაგონებისა აღძვრა; გამოცდილების გავრცობა; საკუთარი ფიქრებისა და გრძნობების გამოხატვა ტექსტში გადმოცემული ინფორმაციის მიმართ; მეტყველების, წარმოსახვის, თავისუფალი მსჯელობის, შემოქმედებითობის განვითარება; საკუთარი და სხვა ადამიანის ემოციების ამოცნობა და გამოხატვა; არჩევანის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა; გრაფიკული ორგანიზატორების ეფექტურად გამოყენება; მოსწავლეებში საკუთარი შესაძლებლობების რწმენის დანერგვა; მოსწავლის თვითშეფასება; საპრეზენტაციო, სასცენო და სახელოვნებო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
ფონური ცოდნა:
მოსწავლეები კითხულობენ გამართულად, შეუძლიათ გააზრება, შინაარსის გადმოცემა, გრაფიკული ორგანიზატორების გამოყენება.
აქტივობების თანმიმდევრობა, მეთოდები

v  აქტივობა 1
განვსაზღვრავ სასწავლო თემასა და მიზნებს.  2 წთ. სატიტულო სლაიდი.
v  აქტივობა 2
მოსწავლეები გააკეთებენ წინა დღის რეფლექსიას. მათ დავუსვამ შეკითხვებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებაზე. ბავშვები ყურადღებას გაამახვილებენ იგავის მორალზე.   7 წთ.
v  აქტივობა 3
მოსწავლეებს ვთხოვ, გააკეთონ წერითი დავალების პრეზენტაცია.   6 წთ.
v  აქტივობა 4
სოციალური, თანამშრომლობითი და ინტერპერსონალური უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, გამოვიყენებ მეთოდს ,,როლური თამაში“. მოსწავლეები გამართავენ წარმოდგენას ,,მგელი და კრავი“.    7 წთ.  
v  აქტივობა 5
სათაურისა და ტექსტის შინაარსის დადგენა.   1 წთ.
v  აქტივობა 6
მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს ტექსტის შინაარსთან დაკავშირებით, როგორც კითხვის დაწყებამდე, ასევე კითხვის დროს, დიალოგში ჩაერთვებიან და საკუთარ ვარაუდებს ტექსტთან  შეაჯერებენ. ეს აქტივობა მიზანმიმართულ მოსმენა-აზროვნების საქმიანობის ფორმას მიიღებს. მოსწავლეები პარალელურად შეავსებენ ,,ვარაუდების სქემას“.    5 წთ.
v  აქტივობა 7
ლექსიკური მარაგის გამდიდრებისა და გრაფიკული გამოსახვის უნარის განვითარების მიზნით, მოსწავლეებს ვთხოვ, შეავსონ ,,ლექსიკური რუკა“.   3 წთ.
v  აქტივობა 8
მოსწავლეები შეავსებენ ,,პერსონაჟის რუკას“. ისინი გამოყოფენ მთავარ გმირს, მათ დამახასიათებელ თვისებებს, გაამყარებენ არგუმენტებით, ტექსტიდან ამოიღე
ბენ ფრაზებს-პერსონაჟი რას ფიქრობს, რას აკეთებს, რას ამბობს, რას გრძნობს.
ანდაზას დაკავშირებენ ტექსტის დედააზრთან: მოწყალე კაცი სიტყვას მალე შეისმენსო.   7 წთ.    
v  აქტივობა 9
გაკვეთილის შეჯამება.
მოსწავლეებს დავუსვამ შეკითხვებს:
რა გაიგეთ ახალი გაკვეთილიდან?
რა სირთულეებს წააწყდით?
რა გზით მიიღეთ ახალი ცოდნა?
რა გზით შეიძლება, გამოიყენო გაკვეთილზე მიღებული ცოდნა ცხოვრებაში?  5 წთ.
v  აქტივობა 10
მოსწავლეები შეავსებენ თვითშეფასების რუბრიკას.   2. წთ.
შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი:

დიფერენცირებული სწავლება/სპეციალური საჭიროებები:
არ მყავს

სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგია – ტექნიკა

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      


ინვენტარი/მასალები
ბუკები, Mikrosoft Word-ში, Mikrosoft PowerPoint-ში ჩემ მიერ დამზადებული გრაფიკული ორგანიზატორები და საპრეზენტაციო ფაილი,  მასწავლებლის წიგნი, მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული, საწერკალამი, დაფა, ცარცი, თაბახის ფერადი ფურცლები.
სხვა რესურსები
სტუმრები: ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, დაწყებითი სწავლების ხელმძღვანელი მერაბ გრიგოლაშვილი, სასწავლო პროცესის ადმინისტრატორი თინა კარანაძე, დაწყებითი კლასების კათედრის თავმჯდომარე ნანა კიკვიძე, კათედრის წევრები, სკოლის მანდატური, სტაჟიორი, მშობლებ



შეფასების რუბრიკა.

სამოდელო გაკვეთილზე გამოყენებული ყველა სლაიდი.















красивые анимашки бесплатно воздушный поцелуй

No comments:

Post a Comment