გა გაკვეთილის
თემა
|
რიცხვი 7, ციფრი 7.
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
I საფეხური,
I კლასი
|
საგანი/საგნები
|
მათემატიკა
|
ჩატარების ადგილი
და დრო
|
ანდრია რაზმაძის
სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა 22.10.2012
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
31
|
თემის მნიშვნელობა/ აქტუალობა
|
მოსწავლეებს
უმუშავდებათ ობიექტთა სისტემებში კანონზომიერების შემჩნევის უნარი.აღნიშნული აქტივობები
იძლევა კომუნიკაციისა და მსჯელობის უნარის განვითარების შესაძლებლობას.პროდუქტიული
ხასითის სავარჯიშოებში დაცულია ბალანსი ლოგიკასა და ინტუიციას , სიტყვასა და თვალსაჩინოებას
, ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის.
|
მიზნები და ამოცანები
|
რიცხვი 7-ის
და ციფრი 7-ის
გაცნობა. რიცხვითი სახელის,
რიცხვისა და რაოდენობების ერთმანეთთან
შესაბამისობის დადგენის, რაოდენობითი
და რიგობითი რიცხვითი
სახელების გამოყენების, რიცხვების
შედარების, სივრცეში ორიენტირების, ერთნაირი
საგნებით წარმოდგენილი მიმდევრობების, შედარებისა
და რომელიმე ნიშნით
განსხვავებული საგნის აღმოჩენის
უნარ- ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარება; ციფრული მოწყობილობების დანიშნულებისა და მათი მოქმედების
ძირითადი პრინციპების გაგების დემონსტრირება; ციფრულ მოწყობილობებთან
ურთიერთქმედებისა და შეტანა-გამოტანის საშუალებების, ამ მოწყობილობების ეფექტიანი
ფუნქციონირება; სახატავი და ტექსტური რედაქტორების გამოყენება; ორიგინალური ნამუშევარის ელექტრონულ ფორმატში დამზადება.
|
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგი
|
ცნობს, კითხულობს და გამოსახავს რიცხვებს, განმარტავს რიცხვის შედგენილობას.
ასახელებს მოცემული რიცხვების წინა და მომდევნო რიცხვებს. ცნობს ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების ელემენტებს; ადგენს გამოსახულებებს; ახდენს ციფრული მოწყობილობების დანიშნულებისა და მათი მოქმედების ძირითადი პრინციპების გაგების დემონსტრირებას (კომპიუტერის ჩართვა, გადატვირთვა, გამორთვა);
სწორად იყენებს
ციფრულ მოწყობილობებთან ურთიერთქმედებისა და შეტანა-გამოტანის საშუალებებს ამ მოწყობილობების
ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით;
იყენებს სახატავ
და ტექსტურ რედაქტორებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული სასწავლო აქტივობისას;
ამზადებს და გამოსცემს ორიგინალურ ნამუშევარს ელექტრონულ ფორმატში (მაგალითად, ქმნის ნახატს).
|
ფონური ცოდნა
|
მოსწავლე ითვლის
პირდაპირ და უკუთვლით. ცნობს რიცხვებს. იყენებს სათვლელ მასალას.გამომუშავებული აქვს
წერის ელემენტარული ჩვევები.
|
შეფასების საგანი
და პროცედურები
|
განმავითარებელი შეფასება.
|
საკლასო მენეჯმენტი-საგანმანათლებლო რესურსები
|
მოსწავლის წიგნი, მოსწავლის
რვეული, საწერ-კალამი, ჩხირები, მარაო,
გეომეტრიული ფიგურები, ფანქარი,
სახასავი, ბარათები, ბუქი, დაფა, ცარცი.
|
გაკვეთილის მსვლელობა.
აქტივობები და სტრატეგიები
|
აქტივობა 1
მასწავლებელი
კუბების საშუალებით ქმნის რიცხვ ,,7”-ს. 3 წთ.
აქტივობა 2
მოსწავლეები
ქმნიან რიცხვ ,,7”-ს იმ საგნებისაგან, რომლებიც მათ აქვთ (ჩხირები). 3 წთ.
აქტივობა 3
მოსწავლეები
ხატავენ რიცხვ ,,7”-ს მარტივი
საგნების სახით. 2 წთ.
აქტივობა 4
მასწავლებელი
გააცნობს მოსწავლეებს ნაბეჭდ ციფრს. 4 წთ.
აქტივობა 5
7-ის მიღება
სხვადასხვა ხერხით. დაფაზე იწერება კონკრეტული გამოსახულებები 4 წთ.
აქტივობა 6
მოსწავლეები
ითვლიან როგორც პირდაპირ, ასევე უკუთვლით.
3 წთ.
აქტივობა 7
მოსწავლეები
სახელმძღვანელოში აკეთებენ სავარჯიშო N8-ს. 4 წთ.
აქტივობა 8
მასწავლებელი
კლასის მართვის სისტემით მოსწავლეებს გადაუგზავნის Word-ის ფაილს,
რომელშიც მოსწალეები შეასრულებენ კონკრეტულ დავალებას. 10 წთ.
აქტივობა 9
ციფრი 7-ის
გამოწერა. 2 წთ.
|
მასწავლებლის
სახელი და გვარი, ელ. ფოსტა
|
ნინო გამყრელიძე-
განათლების (პედაგოგიკის) მეცნიერებათა დოქტორი
ninogamkrelidze@gmail.com
|
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
ყოველთვის
|
ხშირად
|
იშვიათად
|
არასდროს
|
ადგენს რიცხვისა და
რაოდენობების ერთმანეთთან შესაბამისობას
|
|
|
|
|
იყენებს რაოდენობით და რიგობით
რიცხვით სახელებს
|
|
|
|
|
ადარებს რიცხვებს; პოულობს
დაშვებულ შეცდომებს
|
|
|
|
|
ორიენტირებს
სივრცეში
|
|
|
|
|
აღმოაჩენს რომელიმე ნიშნით
განსხავევბულ საგნებს
|
|
|
|
|
აქტიურად იყენებს ბუკს
სხვადასხვა დავალების შესასრულებლად
|
|
|
|
|
No comments:
Post a Comment