გაკვეთილის თემა
|
ნაგავი ჩვენ
ირგვლივ
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
I
საფეხური, II ა კლასი
|
საგანი/საგნები
|
ბუნებისმეტყველება
|
მასწავლებლის სახელი
და გვარი, ელ. ფოსტა
|
ნინო გამყრელიძე
განათლების (პედაგოგიკის) მეცნიერებათა დოქტორი
ninogamkrelidze@gmail.com
|
ჩატარების ადგილი
და დრო
|
ანდრია რაზმაძის
სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
|
მოსწავლეთა პროფილი
|
31
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეები
გამოიმუშავებენ გარემოსადმი მზრუნველობით დამოკიდებულებას; გააცნობიერებენ სუფთა
გარემოს აუცილებლობას ჯანმრთელობისათვის, გარემოს დანაგვიანების შედეგად შექმნილ
საფრთხეებს.
|
განსაკუთრებული
მიდგომების, საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
|
არა
|
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
(საგნების მიხედვით)
|
მოსწავლეებმა
უნდა შეძლონ ბუნებრივ გარემოსა და ადამიანის მიერ შექმნილ ყოფით გარემოს შესახებ
საუბარი; სუფთა და დანაგვიანებული გარემოს გარჩევა; იმის დადგენა, სწორად ხდება ნარჩენების
განთავსება თუ არასწორად; ნეგატიური დამოკიდებულების გამოვლენა დანაგვიანებული გარემოსადმი;
სუფთა გარემოს აუცილებლობის გაცნობიერება ჯანმრთელობისათვის; გარემოს დანაგვიანების
შედეგად შექმნილი საფრთხეების დასახელება და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
|
მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები (საგნობრივი
სტანდარტი)
|
მოსწავლეს შეუძლია ბუნებრივ
გარემოსა და ადამიანის მიერ შექმნილ ყოფით გარემოს შესახებ საუბარი; სუფთა
და დანაგვიანებული გარემოს გარჩევა; იმის დადგენა, სწორად ხდება ნარჩენების განთავსება
თუ არასწორად; ნეგატიური დამოკიდებულების გამოვლენა დანაგვიანებული გარემოსადმი;
სუფთა გარემოს აუცილებლობის გაცნობიერება ჯანმრთელობისათვის; გარემოს დანაგვიანების
შედეგად შექმნილი საფრთხეების დასახელება და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
|
ფონური ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან, თუ როგორ ცვლის ადამიანი გარემოს;
მიმზიდველი და არამიმზიდველი გარემოს ერთმანეთისაგან გარჩევა-დასაბუთება.
|
თანმიმდევრობა
აქტივობები
და მეთოდები
|
მასწავლებელი
მოსწავლეებს წინა დღეს კლასის მართვის პროგრამით
გადაუგზავნის ,,ელექტრონულ წიგნს“, აძლევს მითითებას, ყურადღებით გაეცნონ მოცემულ
ფაილს და მომდევნო დღეს ერთმანეთს გაუზიარონ. დამხმარე ,,ელექტრონულ წიგნს“ მასწავლებელი
წინასწარ აკეთებს. წიგნში მოცემული ილუსტრაციები და მასწავლებლის ხმოვანი კომენტარები
მოსწავლეს დახმარებას გაუწევს, თავად შეიმეცნოს ახალი მასალა სახლში. მას საშუალება
ეძლევა ,,ელექტრონული წიგნი“ მრავალჯერ წაიკითხოს ინდივიდუალური ტემპით.
ელექტრონულ
წიგნში მოსწავლე ისმენს ინფორმაციას, აანალიზებს და აკეთებს ჩანაწერებს ,, კითხვებზე
პასუხი“.
მომდევნო დღეს რეფლექსიის ფაზა გრძელდება კლასში მრავალფეროვანი
აქტივობებით (იხილეთ ელექტრონული წიგნი).
·
აქტივობა
1
როგორ ჩნდება
ნაგავი?-ცდა და დისკუსია.
მასწავლებელს
ამ გაკვეთილისათვის სპეციალურად გამზადებული აქვს კანფეტები და სხვა შეფუთული მზა
პროდუქტი, რომლებსაც ურიგებს მოსწავლეებს და სთხოვს მიირთვან. საინტერეცოა, სად დაყრიან
კანფეტის ქაღალდებს, პარკებს და სხვა ნარჩენებს.
მასწავლებელი
მართავს მცირე დისკუსიას კითხვებზე:
-როგორ ბინძურდება
ჩვენი გარემო?
-როგორ ჩნდება
ნაგავი?
მოსწავლეებმა
უნდა გაიაზრონ, რომ დანაგვიანება ხდება ნარჩენებით.
ბევრი ადამიანი
არასწორად იქცევა, რის გამოც ქუჩები და ეზოები მოფენილია საყოფაცხოვრებო ნარჩენებით.
6 წთ.
მასწავლებელი
კლასს ყოფს ჯგუფებად და ავალებს მოიფიქრონ:
I
ჯგუფი- რა არ მოსწონთ იმ გარემოში, სადაც იმყოფებიან?
II
ჯგუფი- როგორ ხდება გარემოს დანაგვაინება?
III
ჯგუფი- როგორ უნდა მოვიქცეთ, რათა გარემო არ დავანაგვიანოთ?
IV
ჯგუფი- რა უნდა ვიღონოთ დანაგვიანებული გარემოს დასასუფთავებლად?
მოსწავლეები
მსჯელობენ და კითხვების პასუხად გაითამაშებენ
პანტომიმით სცენებს. 10 წთ.
მოსწავლეებმა
უნდა შეასრულონ სახელმძღვანელოს შესაბამის გვერდზე მოცემული სავარჯიშო. სამ სურათზე
ასახულია ადამიანების მიერ ნაგვის გადაყრის სხვადასხვა შემთხვევა. მოსწავლეებმა უნდა იმსჯელონ იმ სურათების შესახებ, სადაც არასწორად
ხდება ნაგვის გადაყრა. უნდა მოხდეს თითოეული სურათის ცალ-ცალკე განხილვა და იმის
შესახებ საუბარი, თუ რატომ თვლიან მოსწავლეები სწორად ან არასწორად ამ ადამიანების
მოქმედებას. 7 წთ
მოსწავლეები
ყურადღებით ათვალიერებენ იატაკს, თუ სადმე ნაგავს შენიშნავენ, უნდა აიღონ და სანაგვე
ურნაში ჩაყარონ ანუ ასუფთავებენ საკლასო
ოთახს. 5 წთ
·
აქტივობა 5
მასწავლებელი
სვამს შეკითხვას: თქვენი აზრით, რა ზიანი მოაქვს გარემოს დანაგვიანებას ცხოველებისათვის, ადამიანებისათვის? სახელმძღვანელოში
მოცემულია სურათები: როგორ იქექება ცხოველი
ნაგავში, ქალაქში უადგილოდ დაყრილ ნაგავში ბავშვი თამაშობს, ჰაერის დაბინძურება და
საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული
წყალი. მოსწავლეებმა ინდივიდუალურად უნდა იფიქრონ, გამოთქვან ვარაუდი ამა თუ იმ სურათის
შესახებ. აღწერენ დანაგვიანების სახეებს
და იმ საფრთხეებს, რაც ემუქრებათ ადამაინებსა თუ ცხოველებს. 6 წთ.
·
აქტივობა 6
მასწავლებელი შეახსენებს ბავშვებს, რომ ბუნებაში ყოფნის დროს მათ სხვადასხვა სასიამოვნო სუნი შეიგრძნეს. ახლა კი გაიხსენონ,
როგორი სუნი ტრიალებს იქ, სადაც ნაგავია დაყრილი. მასწავლებელი კედელზე აკრავს სუფთა
და დანაგვიანებული გარემოს ამსახველ სურათებს
და ატარებს თამაშს: მოსწავლეებმა მორიგეობით უნდა ჩაუარონ სურათებს და მიმიკითა და სუნთქვის შეკავებით გამოხატონ, როგორ შეგრძნებებს განიცდიან ამ ორ განსხვავებულ გარემოში. 7 წთ.
·
აქტივობა 7
მასწავლებელი მოკლედ აჯამებს გაკვეთილის აქტივობებს და მოსწავლეებს
სთხოვს, ყურადღებით გაეცნონ გაკვეთილის ბოლოს მოცემულ რუბრიკას. 3 წთ.
|
შეფასების საგანი
და პროცედურები
|
შეფასებისა
და თვითშეფასების რუბრიკები
|
საკლასო მენეჯმენტი
და საგანმანათლებლო რესურსები
|
Pover Point-ში ჩემ მიერ
დამზადებული ელექტრონული წიგნი, ბუკები, უკაბელო ლოკალური ქსელი, მასწავლებლის წიგნი, მოსწავლის წიგნი,
მოსწავლის რვეული, სურათები.
|
მოსწავლეთა საჭიროებების შეფასების კრიტერიუმების ჩამონათვალი
ჩემ მიერ შედგენილი შეფასება ამოწმებს მოსწავლეთა საბაზისო ცოდნას, რომელიც შემდეგი
თემის დასაგეგმად მჭირდება.
|
|
შეფასებითი ინფრომაციის შესაგროვებლად ვიყენებ ზოგად და თემატურ შეკითხვებს.
|
|
შეფასების ფორმებში გამოყენებული შეკითხვები მეხმარება მომდევნო თავში აზროვნების
ზედა დონისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სტანდარტების დადგენაში.
|
|
წინასწარ გათვლილი მაქვს მოსწავლეთა შესაძლო პასუხები, რათა შეფასებიდან მიზანმმიმართულად
მივიღო საჭირო ინფორმაცია.
|
|
შეფასებიდან მიღებული ინფორმაცია შემიძლია, გამოვიყენო და მოსწავლეთა საჭიროებები
გავითვალისწინო მომდევნო თავში.
|
პრეზენტაციის შეფასების
ჩეკლისტი
კრიტერიუმები
|
კარგად
|
საშუალოდ
|
ცუდად
|
შენიშვნა
|
პრეზენტაციის
სტრუქტურა და შესავალი
|
||||
შერჩეული თემის გასაგებად წარმოჩენა
|
||||
პრეზენტაციის
წარდგენის დრო "საუბარი" და აუდიტორიასთან კონტაქტი
|
||||
არგუმენტაცია
|
||||
თვალსაჩინოების
გამოყენება
|
||||
გამოყენებული
ლიტერატურა
|

1. პრეზენტაციის სტრუქტურა
და შესავალი
2-3 ქულა - ტრაფარეტული და უინტერესოა, არ ცდილობს აუდიტორიის დაინტერესებას
4 ქულა - საინტერესოდ არის მოწოდებული თუმცა სტრუქტურა არ არის ბოლომდე დაცული.
5 ქულა - ფექტურია, არატრაფარეტული,იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას, არის პრეზენტაციის ცტრუქტურა დაცული
2. შერჩეული თემის
გასაგებად წარმოჩენა
2 ქულა - ნაწილობრივ გასაგებია და მოითხოვს დამატებით განმარტებას, თუმცა ბუნდოვანია
რაზეა საუბარი.
3-4 ლოგიკურად არის აგებული, შეინიშნება მცირე ხარვეზები
5 ლოგიკურად არის აგებული წარმოდგენილი საკითხები ნათელი და გასაგებია.
3. პრეზენტაციის წარდგენის დრო "საუბარი"
და აუდიტორიასთან კონტაქტი
2 ქულა - ხშირად ჩერდება და იმეორებს ერთსა და იმავეს,
დაბნეულია და გაუგებრად საუბრობს
3-4 ქულა - გამართული და გასაგებია, თმცა ბოლომდე დამაჯერებელი არ არის, გრძნობს აუდიტორიას და ძირითადად ამყარებს კონტაქტს
5 გამართული და გასაგებია,საუბრობს დარწმუნებით, აქვს კომუნიკაციის უნარი,ადექვატურად რეაგირებს აუდიტორიის რეაქციაზე
4. არგუმენტაცია
2 ქულა - არგუმენტაცია მცირეა და არადამაჯერებელი
3-4 ქულა - არგუმენტები აქვს მაგრამ აკლია ფაქტობრივი მასალით გამყარება
5 ქულა - არგუმენტები ბევრია და დამაჯერებელი, გამყარებულია ფაქტობრივი მასალით.
5. თვალსაჩინოების გამოყენება
2 ქულა - იყენებს არსწორად და
მწირე რაოდენობისას
3 – 4 ქულა - იყენებს მხოლოდ დიაგრამებსა და ცხრილებს
5 ქულა - იყენებს ახალ ტექნოლოგიებს
6. გამოყენებული ლიტერატურა
2 ქულა - გამოყენებული წყაროები მეტ-ნაკლებად სანდოა; ნაწილობრივ არის დაცულია ინფორმაციის გავრცელების საავტორო, ეთიკური და სამართლებრივი ნორმები და შესაბამისად.
3 – 4 ქულა - გამოყენებული წყაროები უმეტესად სანდოა; მეტწილად დაცულია ინფორმაციის გავრცელების საავტორო, ეთიკური და სამართლებრივი ნორმები და შესაბამისად მითითებულია გამოყენებული ინფორმაციის ბმულები ავტორები ან/და ორივე ერთად.
5 ქულა - გამოყენებული წყაროები სანდოა და დაცულია ინფორმაციის გავრცელების საავტორო, ეთიკური და სამართლებრივი ნორმები,მითითებულია გამოყენებული ინფორმაციის ბმულები ავტორები ან/და ორივე ერთად.
(მაგ: წიგნი, ჟურნალი, სტატია, რეზენზია და ა.შ).
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
ყოველთვის
|
ხშირად
|
იშვიათად
|
არასდროს
|
საუბრობს ბუნებრივ და ადამიანის მიერ შექმნილ ყოფით გარემოზე
|
||||
არჩევს სუფთა
და დანაგვიანებულ გარემოს
|
||||
ადგენს
სწორად ხდება ნარჩენების განთავსება თუ არასწორად
|
||||
გამოხატავს ნეგატიურ დამოკიდებულებას დანაგვიანებული გარემოსადმი
|
||||
აცნობიერებს სუფთა გარემოს აუცილებლობას ჯანმრთელობისათვის
|
||||
ასახელებს გარემოს დანაგვიანების შედეგად შექმნილ საფრთხეებს და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას
|
||||
პორტფოლიოს რუბრიკა
4
|
3
|
2
|
1
|
|||
სასწავლო პროცედურების
დაგეგმვისას ვითვალისწინებთ სტანდარტებსა და ამოცანებს.
|
||||||
გეგმაში
ნათლადაა ახსნილი, თუ როგორ განაპირობებს გეგმით განსაზღვრული სამუშაოს შესრულება
მოსწავლეების მიერ სტანდარტების და მიზნების მიღწევას.
|
გეგმაში
ახსნილია, თუ როგორ განაპირობებს გეგმით განსაზღვრული სამუშაოს შესრულება მოსწავლეების
მიერ სტანდარტების და მიზნების მიღწევას, მაგრამ სქემატურია
|
გეგმაში
ახსნილია, რომ გეგმით განსაზღვრული ზოგიერთი სამუშაოს შესრულება მოსწავლეებს დაეხმარება
სტანდარტების და მიზნების მიღწევაში
|
გეგმაში
ახსნილია, რომ გეგმით განსაზღვრული სამუშაოს მხოლოდ მცირე ნაწილი დაეხმარება მოსწავლეებს
სტანდარტების და მიზნების მიღწევაში.
|
|||
სასწავლო პროცედურების
დაგეგმვისას ვითვალისწინებთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
|
||||||
გეგმაში
ინტეგრირებულია სწავლების, მოდელირების და პრაქტიკის მრავალფეროვანი შესაძლებლობები,
რომლებიც მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებასა და დახვეწაში დაეხმარება.
|
გეგმაში
ინტეგრირებულია სწავლების და მოდელირების
შესაძლებლობები, რომლებიც მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებასა
და დახვეწაში დაეხმარება, მაგრამ არ იძლევა ყველა სქემის გააზრების შესაძლებლობას.
|
მოსწავლეები
პრაქტიკაში იყენებენ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს გაკვეთილზე, თუმცა ამ უნარ-ჩვევების
სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობები შეზღუდულია. შეკითხვები ძალიან ზოგადია.
|
მოსწავლეები
იშვიათად იყენებენ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს გაკვეთილზე.
|
|||
სასწავლო პროცედურების
დაგეგმვისას ვითვალისწინებთ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს.
|
||||||
გეგმაში ინტეგრირებულია
სასწავლო გეგმის განმსაზღვრელი შეკითხვები, რათა მოსწავლეებმა აქცენტი გააკეთონ მნიშვნელოვან
ცნებებსა და გაკვეთილის არსებით საკითხებზე.
|
გეგმაში ხშირად გამოიყენება
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები, რათა მოსწავლეებმა აქცენტი გააკეთონ მნიშვნელოვან
ცნებებსა და გაკვეთილის არსებით საკითხებზე, მაგრამ არ იძლევა ყველა ცნების გააზრების
შესაძლებლობას.
|
გეგმაში ზედაპირულად გამოიყენება
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები და მათი გამოყენება მოსწავლეების ყურადღების მიზანმიმართულად კონცენტრირებას
არ ემსახურება. შეკითხვები ძალზედ ზოგადია/ან არ ემსახურება საკითხის არსის გააზრებას.
|
გეგმაში არ გამოიყენება მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები.
|
|||
სასწავლო პროცედურების
დაგეგმვისას ვიყენებთ მრავალფეროვან პროდუქტებს
|
||||||
გაკვეთილის
გეგმის მიხედვით, მოსწავლეებს ცოდნის დემონსტრირების ფორმებს შორის არჩევანის უფლება
აქვთ. ისინი ქმნიან პროდუქტებს და წარმოადგენენ ურთიერთდაკავშირებული დავალებებისა
და აქტივობების მეშვეობით.
|
გაკვეთილის
გეგმის მიხედვით, მოსწავლეებს ცოდნის დემონსტრირების ფორმებს შორის გარკვეული სახის
არჩევანის უფლება აქვთ. ისინი ქმნიან პროდუქტებს და წარმოადგენენ ურთიერთდაკავშირებული
დავალებებისა და აქტივობების მეშვეობით.
შემოთავაზებულია რამდენიმე ფორმა და მოსწავლეები მათგან არჩევენ.
|
გაკვეთილის
გეგმის მიხედვით, ცოდნის დემონსტრირების ფორმებს შორის არჩევანის უფლება შეზღუდულია. ისინი ასრულებენ
აქტივობებს, რომლებიც საბოლოო პროდუქტს ან ცოდნის გამოყენებას ნაკლებად უკავშირდება.
|
მოსწავლეებს არ აქვთ შესაძლებლობა,
წარმოადგინონ თავიანთი ცოდნა, პროდუქტის შექმნით და პრაქტიკაში გამოყენებით.
|
|||
სასწავლო პროცედურების
დაგეგმვისას ვითვალისწინებთ განსხვავებებს მოსწავლეთა შესაძლებლობებში.
|
||||||
გეგმაში ნათლად განსაზღვრული
და გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის მსწავლელთა საჭიროებები.
|
გეგმაში გათვალისწინებულია
სხვადასხვა ტიპის მსწავლელთა საჭიროებები.
|
გეგმაში მინიმალურადაა
გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის მსწავლელთა საჭიროებები.
|
გეგმაში არაა გათვალისწინებული
სხვადასხვა ტიპის მსწავლელთა საჭიროებები.
|
|||
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შინაარსის ათვისებას.
|
||||||
გაკვეთილზე მოსწავლეები
იყენებენ ტექნოლოგიებს თემატიკისა და ცნებების უკეთ გაგებისთვის, თემატიკის შესაბამისი
უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების განვითარებისთვის.
|
გაკვეთილზე მოსწავლეები
იყენებენ ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი ცნებების უკეთ გაგებისთვის, თემატიკის შესაბამისი
უნარ-ჩვევების განვითარებისთვის.
|
გაკვეთილზე მოსწავლეები
იყენებენ ტექნოლოგიებს მნიშვნელოვან ცნებებზე ინფორმაციის მოპოვებისთვის.
|
ტექნოლოგიების გამოყენება მხოლოდ ზედაპირულად
უკავშირდება სასწავლო თემატიკას.
|
|||
ტექნოლოგიების გამოყენება
ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ათვისებას.
|
||||||
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს სწავლის პროცესს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებით, შესაბამისი
დავალებების და სასწავლო მასალის გამოყენებით.
|
ტექნოლოგიების გამოყენება
ხელს უწყობს სწავლის პროცესს 21-ე საუკუნის
უნარ-ჩვევების განვითარებით, დავალებებისა და სასწავლო მასალის შესაბამისად.
|
ტექნოლოგიების გამოყენება
ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების პრაქტიკას.
|
ტექნოლოგიების გამოყენება
არ განაპირობებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.
|
|||
ტექნოლოგიების ინტეგრირება
უზრუნველყოფს მოსწავლეთა და კლასის საჭიროებების დაკმაყოფილებას.
|
||||||
ჩემს
გეგმაში მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს,
რომლებიც ყველა დონესა და ინტერესს შეესაბამება ისე, რომ თან გარკვეულ გამოწვევას
სთავაზობს მოსწავლეებს. მოსწავლეები რამეს ქმნიან ტექნოლოგიების გამოყენებით.
|
ჩემი
მოსწავლეები, როგორც წესი, იყენებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც მათ ასაკობრივ ჯგუფს
და მრავალი ტიპის შემსწავლელსა და სწავლის სტილს შეესაბამება.
|
ჩემი
მოსწავლეები დროდადრო იყენებენ ტექნოლოგიებს, რომელიც მათ ასაკობრივ ჯგუფს შეესაბამება.
|
მოსწავლეები
იშვიათად იყენებენ ტექნოლოგიებს. ძირითადად, გამოყენებული ტექნოლოგიები მათ დონესა
და ინტერესებს არ შეესაბამება.
|
|||
გამოყენებული ტექნოლოგიების
სპექტრი გონივრულად შერჩეულია და არსებულ შესაძლებლობებსა და კონკრეტულ გარემოებებს
შეესაბამება.
|
გამოყენებული ტექნოლოგიების
სპექტრი გონივრულად შერჩეულია, თუმცა არსებულ
შესაძლებლობებსა და კონკრეტულ გარემოებებს ზოგჯერ არ შეესაბამება.
|
შერჩეული ტექნოლოგიების
გამოყენება ჩემი მხრიდან დიდ ძალისხმევას
მოითხოვს.
|
შერჩეული ტექნოლოგიების
გამოყენება ჩემს კონკრეტულ სიტუაციაში, არსებული გარემოებების გამო, შეუძლებელია.
|
|||
შეფასების სტრატეგიები
ეფუძნება სტანდარტებს და ამოცანებს.
|
||||||
შეფასების ფორმები ნათლად
და დეტალურად ითვალისწინებს სტანდარტებს, სასწავლო ამოცანებს, შესწავლილ მასალას
და გამართულია ორგანიზაციული და ვიზუალური თვალსაზრისით.
|
შეფასების ფორმები ითვალისწინებს
სტანდარტებს, სასწავლო ამოცანებს და შესწავლილ მასალას.
|
შეფასების ფორმები ითვალისწინებს
მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის სტანდარტებსა და სასწავლო ამოცანებს.
|
შეფასების ფორმები ითვალისწინებს
მხოლოდ რამდენიმე სტანდარტსა და სასწავლო ამოცანას.
|
|||
შეფასების სტრატეგიები
მოსწავლეზეა ორიენტირებული.
|
||||||
გეგმის
მიხედვით, მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ შეფასების ფორმების შექმნაში და ხშირად
უწევთ თანაკლასელების შეფასება ან თვითშეფასება.
|
გეგმის
ფარგლებში მოსწავლეებმა შესაძლოა მონაწილეობა
მიიღონ შეფასების ფორმების შექმნაში და თანაკლასელების შეფასებაში ან თვითშეფასებაში.
|
გეგმის
ფარგლებში მოსწავლეებმა შესაძლოა მონაწილეობა
მიიღონ თანაკლასელების შეფასებაში ან თვითშეფასებაში.
|
გეგმის
ფარგლებში მოსწავლეების როლის შეფასების პროცესში მინიმალური ან ნულოვანია.
|
|||
შეფასების ფორმები ემყარება დავალების ხარისხის განმსაზღვრელ
კრიტერიუმებს. ჩემი შეფასებები მოსწავლეებს ეხმარება, ერთმანეთს შეუდარონ მათი მუშაობის
ხარისხი და მოლოდინები.
|
შეფასების ფორმები ემყარება ხარისხის განმსაზღვრელ გარკვეულ
კრიტერიუმებს. მოსწავლეებს შეუძლიათ, ჩემი შეფასებები გამოიყენონ მათი მუშაობის ხარისხის
გაზომვისთვის მოლოდინებთან შესადარებლად. შემოთავაზებულია მრავალფეროვანი აქტივობები,
მაგრამ არ არის მითითებული, რა მიზნებისთვის.
|
შეფასების
ფორმებში ხარისხის განმსაზღვრელი კრიტერიუმები არაა მკაფიოდ წარმოდგენილი და მოსწავლეებს
გაუჭირდებათ თავიანთი პროგრესის შეფასება.
|
მოსწავლეები
ვერ გამოიყენებენ ჩემ მიერ შეთავაზებულ შეფასების ფორმებს თვითშეფასებისთვის.
|
|||
შეფასების სტრატეგიები
მრავალფეროვანი და მიმდინარეა.
|
||||||
ჩემს
გეგმაში ინტეგრირებულია შეფასების ფორმალური და არაფორმალური ფორმების მრავალფეროვნება,
რაც შეფასების ხუთ მიზანს შეესაბამება.
|
ჩემს
გეგმაში ინტეგრირებულია შეფასების ფორმალური და არაფორმალური ფორმები, რაც შეფასების
ხუთ მიზანს შეესაბამება.
|
ჩემს
გეგმაში მოსწავლეების შეფასება იშვიათად და ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ხორციელდება,
შეფასების ზოგიერთ მიზანს აკმაყოფილებს.
|
მოსწავლეები
ტრადიციული მეთოდით, ერთი თემის დაფარვის შემდეგ ფასდებიან.
|
|||

გაკვეთილის მახასიათებლების ჩეკლისტი
პროექტზე დაფუძნებული
ეფექტური გაკვეთილის მახასიათებლები
|
შენიშვნები
|
სასწავლო პროცესი ორიენტირებულია მოსწავლეებზე
|
გაკვეთილი ეფუძნება მნიშვნელოვან სასწავლო
ამოცანებს და შეესაბამება სტანდარტებს
|
გაკვეთილი ეფუძნება მიმართულების მიმცემ საკვანძო
შეკითხვებს
|
გაკვეთილში ინტეგრირებულია მიმდინარე და შემაჯამებელი
შეფასების კომპონენტები?
|
გაკვეთილში შეტანილია ურთიერთდაკავშირებული
დავალებები და აქტივობები, რომლებიც დროშია გაწერილი
|
გაკვეთილი უკავშირდება რეალურ ცხოვრებას
|
მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ცოდნასა
და უნარ-ჩვევებს ნამუშევრების გამოქვეყნებით, პრეზენტაციით ან გამოფენით.
|
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს და
აძლიერებს სწავლის პროცესს
|
აზროვნების უნარ-ჩვევების გამოყენება პროექტზე მუშაობის განუყოფელი ნაწილია
|
სწავლების მრავალფეროვანი მეთოდები ეხმარება
სწავლის სხვადასხვა სტილის მქონე მოსწავლეებს.
|
გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსია
იმისათვის, რომ მოსწავლეებზე ორიენტირებული მიმდინარე
შეფასება დაგეგმოთ, ჩაატარეთ მოკლე განმავითარებელი თვითშეფასება, რაც დაგეხმარებათ
როგორც ძლიერი მხარეების შენარჩუნებაში, ასევე სუსტი მხარეების გაუმჯობესებაში, შეფასების
გეგმის შედგენის პროცესში. განსაზღვრეთ, ხუთშტრიხიან შკალაზე როგორ შეაფასებდით თქვენს
მიმდინარე პრაქტიკას:
1
კმაყოფილი
ვარ იმით, თუ როგორ ვაფასებ მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების
გამოყენებას ჩემი მოსწავლეების ნამუშევრებში.


არასოდეს ყოველთვის
2
განმავითარებელ
შეფასებას ვიყენებ თემაზე მუშაობის დაწყებამდე, რათა განვსაზღვრო შესაბამისი სასწავლო
პროცედურები (მაგალითად: შევისწავლო ჩემი მოსწავლეების წინარე ცოდნა, რათა განვსაზღვრო,
თუ როგორ გავაგრძელო თემაზე მუშაობა.)

არასოდეს ყოველთვის
3
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებმა უნდა
გაიაზრონ პროექტის მოლოდინები, სასწავლო მიზნები და პროექტის შეფასების კრიტერიუმები.

არასოდეს ყოველთვის
4
პროექტის მისაღწევი
შედეგების გააზრებისთვის ჩემი მოსწავლეები იყენებენ რუბრიკას.

არასოდეს ყოველთვის
5
ჩემი მოსწავლეები
ქმნიან რუბრიკებსა და შეფასების სხვა ფორმებს პროექტის განმავლობაში.

არასოდეს ყოველთვის
6
მოსწავლეებთან
ვაწყობ შეხვედრებს უკუკავშირის მისაღებად, შეფასების გასაზიარებლად, რჩევების შესათავაზებლად.
ვაძლევ დამატებით ინსტრუქციებს და ვპასუხობ
შეკითხვებზე.

არასოდეს ყოველთვის
7
ჩემი მოსწავლეები
აწარმოებენ თვითშეფასებას.

არასოდეს ყოველთვის
8
ჩემი მოსწავლეები
მონაწილეობენ თანატოლთა შეფასებაში.

9
პროექტის განმავლობაში
მოსწავლეებს ვაკეთებინებ დროულ რეფლექსიას, რათა დაფიქრდნენ თავიანთი სწავლის პროცესზე.

არასოდეს ყოველთვის
10
სისტემატურად
ვიყენებ ჩანაწერებს და დაკვირვების ფურცლებს, რათა მონიტორინგი გავუწიოთ ინდივიდუალურ
და ჯგუფურ მუშაობას.

არასოდეს ყოველთვის
11
მოსწავლეები იყენებენ
პროექტის გეგმას, რათა მონიტორინგი გაუკეთონ სწავლის პროცესს და დამოუკიდებელად იმუშაონ.

არასოდეს ყოველთვის
12
შემაჯამებელი
შეფასებიდან მიღებულ ინფორმაციას ვიყენებ მომავალი სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვისთვის.

არასოდეს ყოველთვის
გაკვეთილის თვითშეფასება
სამოდელო გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში (თემა-,,ნაგავი ჩვენ ირგვლივ”)
ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო
პროცესში. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას. შექმნილი
იყო პოზიტიური და უსაფრთხო სასწავლო გარემო. მოსწავლეებს მიეწოდან სხვადასხვა
ტიპის აქტივობა. ისინი დავალებების გარკვეულ
ნაწილს თავს ართმევდნენ დამოუკიდებლად,
ნაწილს კი ჩემი დახმარებით.
გაკვეთილის მიზნები გასაგებად,
კონკრეტულად და რეალისტურად არის ჩამოყალიბებული და მათი გაცნობა მოსწავლეებისათვის
გაკვეთილის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ორგანიზაციის ფორმები, მრავალფეროვანი
აქტივობები მოსწავლეთა აზროვნების გააქტიურებისკენაა მიმართული და ემსახურება მიზნის
მიღწევას. მათ კარგად შეძლეს ბუნებრივ გარემოსა და ადამიანის მიერ შექმნილ ყოფით გარემოს
შესახებ საუბარი; სუფთა და დანაგვიანებული გარემოს გარჩევა; იმის დადგენა, სწორად ხდება
ნარჩენების განთავსება თუ არასწორად; ნეგატიური დამოკიდებულების გამოვლენა დანაგვიანებული
გარემოსადმი; სუფთა გარემოს აუცილებლობის გაცნობიერება ჯანმრთელობისათვის; გარემოს
დანაგვიანების შედეგად შექმნილი საფრთხეების დასახელება და საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვა.
მოსწავლეებს აქვთ ცოდნის
დემონსტრირების ფორმებს შორის არჩევანის გაკეთების უფლება. ისინი ქმნიან პროდუქტებს
და წარმოადგენენ ურთიერთდაკავშირებული დავალებებისა და აქტივობების მეშვეობით.
დაგეგმვის დროს ვითვალისწინებ
სხვადასხვა ტიპის მოსწავლის საჭიროებებსა და შესაძლებლობებს.
მოსწავლეები ხალისით მუშაობდნენ ბუკებში. ისინი დაუფლებულები
არიან ბუკთან მუშაობის უნარ-ჩვევებს. ტექნოლოგიებს იყენებენ თემატიკისა და ცნებების
უკეთ გაგებისათვის. მე წინასწარ მომზადებული მქონდა პრეზენტაცია, სადაც თითოეული მოსწავლე
მსჯელობდა სლაიდზე მოცემულ სურათებზე, ერთმანეთს უზიარებდნენ, რამაც უფრო სახალისო
და საინტერესო გახადა გაკვეთილი.
შეფასების ფორმები ნათლად და დეტალურად ითვალისწინებს
სტანდარტებს, სასწავლო ამოცანებს, შესწავლილ მასალას და გამართულია ორგანიზაციული და
ვიზუალური თვალსაზრისით. მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ შეფასების ფორმების
შექმნაში და ხშირად უწევთ თანაკლასელების შეფასება ან თვითშეფასება. ჩემი შეფასებები
მოსწავლეებს ეხმარება, ერთმანეთს შეუდარონ მათი მუშაობის ხარისხი და მოლოდინები.
განმავითარებელ შეფასებას ვიყენებ თემაზე მუშაობის
დაწყებამდე, რათა განვსაზღვრო შესაბამისი სასწავლო პროცედურები (მაგალითად: შევისწავლო
ჩემი მოსწავლეების წინარე ცოდნა, რათა განვსაზღვრო, თუ როგორ გავაგრძელო თემაზე მუშაობა.)
მოსწავლეებს ვაკეთებინებ დროულ რეფლექსიას,
რათა დაფიქრდნენ თავიანთი სწავლის პროცესზე.
ბოლოს შევაჯამე გაკვეთილი.
ბავშვებმა გაუზიარეს ერთმანეთს შეხედულებები. მათ შეაფასეს საკუთარი ჩართულობა საგაკვეთილო
პროცესში. ცოდნის გაღრმავებისათვის ჩამოაყალიბეს ახალი კითხვები. შემაჯამებელი შეფასებიდან მიღებულ ინფორმაციას
ვიყენებ მომავალი სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვისთვის.
გაკვეთილის მსვლელობის
დროს სამოქმედო გეგმა არ შეცვლილა.
შეიძლევა ითქვას, რომ შედეგი მიღწეულია. თანმიმდევრულად განვახორციელე
ისეთი აქტივობები, რომლებმაც ხელი შეუწყო მოსწავლეების მიერ: ბუნებრივ გარემოსა და ადამიანის მიერ შექმნილ ყოფით გარემოს
შესახებ საუბარს; სუფთა და დანაგვიანებული გარემოს გარჩევას; იმის დადგენას, სწორად
ხდება ნარჩენების განთავსება თუ არასწორად; ნეგატიური დამოკიდებულების გამოვლენას დანაგვიანებული
გარემოსადმი; სუფთა გარემოს აუცილებლობის გაცნობიერებას ჯანმრთელობისათვის; გარემოს
დანაგვიანების შედეგად შექმნილი საფრთხეების დასახელებასა და საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვას. ბუკთან მუშაობის უნარ-ჩვევბის ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
იგივე გაკვეთილის ხელახლა
ჩატარების შემთხვევაში შევიტანდი გარკვეულ ცვლილებას. სისტემატურად გამოვიყენებ ჩანაწერებს და დაკვირვების
ფურცლებს, რათა მონიტორინგი გავუწიო ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას.
15.04.2014
ნინო გამყრელიძე
No comments:
Post a Comment