გაკვეთილის თემა
|
ჩვენ გარშემო
ჰაერია
|
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
I
საფეხური, II ა კლასი
|
|
საგანი/საგნები
|
ბუნებისმეტყველება,
ხელოვნება
|
|
მასწავლებლის სახელი
და გვარი, ელ. ფოსტა
|
ნინო გამყრელიძე
განათლების (პედაგოგიკის) მეცნიერებათა დოქტორი
ninogamkrelidze@gmail.com
|
|
ჩატარების ადგილი
და დრო
|
ანდრია რაზმაძის
სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა 18.03.2014
|
|
მოსწავლეთა პროფილი
|
31
|
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეები
გააცნობიერებენ, რატომ არის
ცოცხალი ორგანიზმების სიცოცხლისათვის აუცილებელი ჰაერი, მიიღებენ ცდებზე მუშაობის
გამოცდილებას.
|
|
განსაკუთრებული
მიდგომების, საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
|
არა
|
|
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
(საგნების მიხედვით)
|
მოსწავლეებმა
უნდა შეძლონ ცდებზე დაკვირვებითა და მსჯელობით იმის დასაბუთება, რომ ჩვენ გარშემო
ჰაერია; მსხვილი მოტორული ჩვევების განვითარების ხელშეწყობა; იმის გაცნობიერება,
რომ ცოცხალი ორგანიზმების სიცოცხლისათვის აუცილებელია ჰაერი; ცდის ჩატარება და დადგენა,
რომ წვის პროცესისთვის საჭიროა ჰაერი; თბილი და ცივი ჰაერის მოძრაობა და დაკვირვების
შედეგების აღწერა; სხვადასხვა სიძლიერის ქარის ერთმანეთისაგან განსხვავება და მათი
დასახელება; ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
საღი მსჯელობა და აღქმა; განსხვავებულ როლებსა და პასუხისმგებლობებთან ადაპტაცია;
ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა; ინფორმაციის მოპოვება, კრიტიკული და
კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ
საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
გარემოზე დაკვირვების
შედეგების ნამუშევარში ასახვის, აპლიკაციის ხერხის, სხვადასხვა მასალის შემოქმედებითად
გამოყენების, გეომეტრიული ფორმებით ნაკეთობების შექმნის, შეფასებისა და თვითშეფასების,
საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების განვითარება/გამოყენება.
|
|
მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები (საგნობრივი
სტანდარტი)
|
მოსწავლეს შეუძლია ცდებზე დაკვირვებითა და მსჯელობით იმის დასაბუთება,
რომ ჩვენ გარშემო ჰაერია; იმის გაცნობიერება,
რომ ცოცხალი ორგანიზმების სიცოცხლისათვის აუცილებელია ჰაერი; ცდის ჩატარება და დადგენა,
რომ წვის პროცესისთვის საჭიროა ჰაერი; თბილი და ცივი ჰაერის მოძრაობა და დაკვირვების
შედეგების აღწერა; სხვადასხვა სიძლიერის ქარის ერთმანეთისაგან განსხვავება და მათი
დასახელება;
ახალი იდეების
განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება; საღი მსჯელობა და აღქმა; განსხვავებულ
როლებსა და პასუხისმგებლობებთან ადაპტაცია; ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა;
ინფორმაციის მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და
შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
გარემოზე დაკვირვების
შედეგების ნამუშევარში ასახვა; აპლიკაციის ხერხის, სხვადასხვა მასალის შემოქმედებითად
გამოყენება; გეომეტრიული ფორმებით ნაკეთობების შექმნა; შეფასება და თვითშეფასება;
პრეზენტაციის გამართვა.
|
|
ფონური ცოდნა
|
იციან ექსპერიმენტების
ჩატარება, ცდებზე დაკვირვება და მსჯელობა.
|
|
თანმიმდევრობა
აქტივობები
და მეთოდები
|
·
აქტივობა 1
პროვოცირების
მიზნით კლასში ვსვამ შეკითხვებს: რა არის ბუნება? რით განსხვავდება ცოცხალი ბუნება
არაცოცხალისაგან? რა კავშირია მათ შორის? რა მნიშვნელობა აქვს ბუნებას? მოსწავლეები კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობენ, აჯამებენ, ავლებენ პარალელებს.
საპრეზენტაციო მასალების საშუალებით, რომლებიც PowerPoint-ში არის შესრულებული,
აჯგუფებენ ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებას, გამოყოფენ ადამიანის მიერ შექმნილ საგნებს.
5 წთ. (იხილეთ პრეზენტაცია). (იხილეთ პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტი).
·
აქტივობა 3
მოსწავლეები
გამოთქვამენ ვარაუდებს ცდასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარიმართებოდა მოვლენა, ჭიქის
ძირი გახვრეტილი რომ ყოფილიყო. 3 წთ.
·
აქტივობა
4
საპრეზენტაციო
მასალაზე დაყრდნობით მოსწავლეები გააცნობიერებენ, რომ ცოცხალი ორგანიზმების სიცოცხლისათვის
აუცილებელია ჰაერი. 3 წთ. (იხილეთ პრეზენტაცია).
მოსწავლეებს
ვთავაზობ ცდის ჩატარებას, რაც მათ წვის პროცესზე ჰაერის ზემოქმედებას დაანახებს.
ამიტომ კლასს ვყოფ ჯგუფებად, ვურიგებ 2-2 სანთელს და ცარიელ ქილებს. აღწერილი ეტაპების
მიხედვით მოსწავლეები დამოუკიდებლად ატარებენ ამ ცდას. შედეგად დაინახავენ, რომ ქილადაფარებული
სანთელი ჩაქრება. მოსწავლეები იმსჯელებენ, გააკეთებენ დასკვნებს, გამოთქვამენ საკუთარ
მოსაზრებებს. 5
წთ.
მოსწავლეებს
ვთხოვ, გადაშალონ სამუშაო რვეული და დამოუკიდებლად შეასრულონ მითითებული დავალება. 5 წთ.
მოსწავლეებს
ვთავაზობ სადისკუსიო თემას: ,,როგორ მოძრაობს ჰაერი“. დისკუსია მიმდინარეობს ყველა
წესის დაცვით. მონაწილეები გამოთქვამენ ვარაუდებს, მსჯელობენ, ყურადღებით უსმენენ
ერთმანეთის საუბარს, ბოლოს აკეთებენ დასკვნებს, რომელსაც რვეულში ინიშნავენ. შემდეგ
შესაბამის ტექსტს კითხულობენ წიგნში და ავლებენ პარალელებს მათ მიერ გამოთქმულ ვარაუდებსა
და წიგნში მოცემულ ტექსტს შორის.
5
წთ.
·
აქტივობა 8
მოსწავლეებს ვუკითხავ სიტუაციურ ამოცანას. ისინი კონკრეტულ
საკითხთან დაკავშირებით ადგენენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. 4 წთ.
·
აქტივობა 9
კლასს ვყოფ ჯგუფებად და ვურიგებ საჭირო მასალას: კვადრატული
ფორმის ფერად ფურცლებს, ჯოხებს და ჭიკარტებს. ისინი ეცნობიან პრაქტიკულ სამუშაოში
მოცემულ დავალებას-,,როგორ კეთდება ტრიალა“? და დამოუკიდებლად ასრულებენ. ბოლოს აკეთებენ
პრეზენტაციას. 8
წთ.
·
აქტივობა 10
გაკვეთილის
ბოლოს მოკლედ ვაჯამებ ჩატარებული აქტივობების შედეგად შეძენილ ცოდნას, ვაძლევ საშინაო
დავალებას. 2 წთ.
|
|
შეფასების საგანი
და პროცედურები
|
შეფასებისა
და თვითშეფასების რუბრიკები (იხილეთ მოსწავლეთა საჭიროებების შეფასების კრიტერიუმები), (იხილეთ გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსია).
|
|
საკლასო მენეჯმენტი
და საგანმანათლებლო რესურსები
|
მასწავლებლის წიგნი, მუყაოს დიდი ნაჭერი, გამჭირვალე
ბოთლი, წყალი, სანთლები, ასანთი, გამჭირვალე ქილები, კვადრატული ფორმის ფერადი ფურცლები,
პატარა ჯოხები ან ფანქრები, ჭიკარტები, მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული, საწერ-კალმები,
ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, მაკრატელი, ბუკები, საპრეზენტაციო ფაილები, ვიდეოგადამღები.
გაკვეთილის თვითშეფასება
ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში (თემა-,,ჩვენ გარშემო ჰაერია”)
ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო
პროცესში. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას. შექმნილი
იყო პოზიტიური და უსაფრთხო სასწავლო გარემო. მოსწავლეებს მიეწოდან სხვადასხვა
ტიპის აქტივობა. ისინი დავალებების გარკვეულ
ნაწილს თავს ართმევდნენ დამოუკიდებლად,
ნაწილს კი ჩემი დახმარებით.
გაკვეთილის მიზნები გასაგებად,
კონკრეტულად და რეალისტურად არის ჩამოყალიბებული და მათი გაცნობა მოსწავლეებისათვის
გაკვეთილის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ორგანიზაციის ფორმები, მრავალფეროვანი
აქტივობები მოსწავლეთა აზროვნების გააქტიურებისკენაა მიმართული და ემსახურება მიზნის
მიღწევას მიღწევას. მათ კარგად შეძლეს
მოსწავლეებს აქვთ ცოდნის
დემონსტრირების ფორმებს შორის არჩევანის გაკეთების უფლება. ისინი ქმნიან პროდუქტებს
და წარმოადგენენ ურთიერთდაკავშირებული დავალებებისა და აქტივობების მეშვეობით.
დაგეგმვის დროს ვითვალისწინებ
სხვადასხვა ტიპის მოსწავლის საჭიროებებსა და შესაძლებლობებს.
მოსწავლეები ხალისით მუშაობდნენ ბუკებში. ისინი დაუფლებულები
არიან ბუკთან მუშაობის უნარ-ჩვევებს. ტექნოლოგიებს იყენებენ თემატიკისა და ცნებების
უკეთ გაგებისათვის. მე წინასწარ მომზადებული მქონდა პრეზენტაცია, სადაც თითოეული მოსწავლე
მსჯელობდა სლაიდზე მოცემულ სურათებზე, ერთმანეთს უზიარებდნენ, რამაც უფრო სახალისო
და საინტერესო გახადა გაკვეთილი.
შეფასების ფორმები ნათლად და დეტალურად ითვალისწინებს
სტანდარტებს, სასწავლო ამოცანებს, შესწავლილ მასალას და გამართულია ორგანიზაციული და
ვიზუალური თვალსაზრისით. მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ შეფასების ფორმების
შექმნაში და ხშირად უწევთ თანაკლასელების შეფასება ან თვითშეფასება. ჩემი შეფასებები
მოსწავლეებს ეხმარება, ერთმანეთს შეუდარონ მათი მუშაობის ხარისხი და მოლოდინები.
განმავითარებელ შეფასებას ვიყენებ თემაზე მუშაობის
დაწყებამდე, რათა განვსაზღვრო შესაბამისი სასწავლო პროცედურები (მაგალითად: შევისწავლო
ჩემი მოსწავლეების წინარე ცოდნა, რათა განვსაზღვრო, თუ როგორ გავაგრძელო თემაზე მუშაობა.)
მოსწავლეებს ვაკეთებინებ დროულ რეფლექსიას,
რათა დაფიქრდნენ თავიანთი სწავლის პროცესზე.
ბოლოს შევაჯამე გაკვეთილი.
ბავშვებმა გაუზიარეს ერთმანეთს შეხედულებები. მათ შეაფასეს საკუთარი ჩართულობა საგაკვეთილო
პროცესში. ცოდნის გაღრმავებისათვის ჩამოაყალიბეს ახალი კითხვები. შემაჯამებელი შეფასებიდან მიღებულ ინფორმაციას
ვიყენებ მომავალი სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვისთვის.
გაკვეთილის მსვლელობის
დროს სამოქმედო გეგმა არ შეცვლილა.
შეიძლევა ითქვას, რომ შედეგი მიღწეულია. თანმიმდევრულად განვახორციელე
ისეთი აქტივობები, რომლებმაც ხელი შეუწყო მოსწავლეების მიერ იმის გაცნობიერებას, რომ
ცოცხალი ორგანიზმების სიცოცხლისათვის აუცილებელია ჰაერი; ცდის ჩატარებასა და დადგენას,
რომ წვის პროცესისთვის საჭიროა ჰაერი; თბილი და ცივი ჰაერის მოძრაობასა და დაკვირვების
შედეგების აღწერას; სხვადასხვა სიძლიერის ქარის ერთმანეთისაგან განსხვავებასა და მათ
დასახელებას;
ახალი იდეების განვითარებას, განხორციელებასა და სხვებისთვის
გაზიარებას; საღ მსჯელობასა და აღქმას; განსხვავებულ როლებსა და პასუხისმგებლობებთან
ადაპტაციას; ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობას; ინფორმაციის მოპოვებას, კრიტიკულ
და კომპეტენტურ შეფასებას, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენებას მოცემულ
საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
გარემოზე დაკვირვების შედეგების ნამუშევარში ასახვას;
აპლიკაციის ხერხის, სხვადასხვა მასალის შემოქმედებითად გამოყენებას; გეომეტრიული ფორმებით
ნაკეთობების შექმნას;
შეფასებასა და თვითშეფასებას; პრეზენტაციის გამართვას.
იგივე გაკვეთილის ხელახლა
ჩატარების შემთხვევაში შევიტანდი გარკვეულ ცვლილებას. სისტემატურად გამოვიყენებ ჩანაწერებს და დაკვირვების
ფურცლებს, რათა მონიტორინგი გავუწიო ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას.
18.03.2014
ნინო გამყრელიძე
|
Pages
- Home
- სამოდელო გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში-,,ტბები და წყალსაცავები"
- სამოდელო გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში-,,რა არის საცხოვრებელი გარემო"?
- სამოდელო გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში
- გაკვეთილების თვითშეფასებები
- სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებისმეტყველება...
- კალიგრაფიის შეფასების სქემა
- გაკვეთილის გეგმის შეფასების სქემა
- მასწავლებლის თვითანალიზისა და თვითშეფასების რუბრიკა
- მასწავლებლის შეფასების კითხვარი
- სამოდელო გაკვეთილი მათემატიკაში
სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment