სამოდელო გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში
გაკვეთილის თემა
|
ტბები და წყალსაცავები
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
I
საფეხური, III ა კლასი
|
საგანი/საგნები
|
ბუნებისმეტყველება
|
მასწავლებლის სახელი
და გვარი, ელ. ფოსტა
|
ნინო გამყრელიძე
განათლების (პედაგოგიკის) მეცნიერებათა დოქტორი
ninogamkrelidze@gmail.com
|
ჩატარების ადგილი
და დრო
|
ანდრია რაზმაძის
სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა 14.11.2014
|
მოსწავლეთა პროფილი
|
32
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა/აქტუალობა
|
თემა აქტუალურია.
მოსწავლეები განასხვავებენ წყალსაცავსა და
ტბას ერთმანეთისაგან; გაიაზრებენ, რატომ არ შრება ტბაში წყალი; დაასაბუთებენ, რისთვის
იყენებენ ადამიანები წყალსაცავებს.
|
განსაკუთრებული
მიდგომების, საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
|
არა
|
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
(საგნების მიხედვით)
|
მოსწავლეებმა
უნდა შეძლონ ტბებისა და წყალსაცავების, როგორც გეოგრაფიული ობიექტების ამოცნობა და
მარტივად დახასიათება; ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის
გაზიარება; საღი მსჯელობა და აღქმა; იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა
სიტყვიერი ფორმით; ინფორმაციის გამოყენებია; პრეზენტაცია; მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების
საჭიროებისამებრ დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას.
|
მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები (საგნობრივი
სტანდარტი)
|
მოსწავლეს შეუძლია
ტბებისა და წყალსაცავების, როგორც გეოგრაფიული ობიექტების ამოცნობა და მარტივად დახასიათება; ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და
სხვებისთვის გაზიარება; საღი მსჯელობა და აღქმა; იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად
გამოხატვა სიტყვიერი ფორმით; ინფორმაციის გამოყენება; მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების
საჭიროებისამებრ დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას. პრეზენტაცია.
|
ფონური ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან ზღვები და ხმელეთის წყლები
|
თანმიმდევრობა
აქტივობები
და მეთოდები
|
წინა დღეს კლასის მართვის პროგრამით მოსწავლეებს გადავუგზავნი
ვიდეოგაკვეთილსა და Pover Point-ში ჩემ მიერ დამზადებულ ხმოვან საპრეზენტაციო მასალას, ვაძლევ მითითებას, ყურადღებით გაეცნონ მოცემულ
ფაილს და მომდევნო დღეს ერთმანეთს გაუზიარონ. ჩემი ხმოვანი კომენტარები მოსწავლეს
დახმარებას გაუწევს, თავად შეიმეცნოს ახალი მასალა სახლში. მას საშუალება ეძლევა,
მრავალჯერ მოუსმინოს ვიდეოგაკვეთილს ინდივიდუალური ტემპით.
ხმოვან საპრეზენტაციო
მასალაში მოსწავლე ისმენს ინფორმაციას, აანალიზებს და აკეთებს ჩანაწერებს.
მომდევნო დღეს რეფლექსიის ფაზა გრძელდება კლასში მრავალფეროვანი
აქტივობებით.
·
აქტივობა
1
კლასში გავმართავ
მცირე დისკუსიას წინა დღეს მოსმენილი ვიდეოგაკვეთილის შესახებ. მოსწავლეები ისაუბრებენ
ტბების განმასხვავებელ ნიშნებზე; ტბების გამოყენებასა და სარგებლიანობაზე; რუკაზე
ამოიცნობენ ტბებს და მარტივად დაახასიათებენ... ისინი თავიანთ მოსაზრებებს გაამყარებენ
არგუმენტებით. 8 წთ (იხილეთ ვიდეო).
·
აქტივობა 2
კლასში კვლავ
გავმართავ დისკუსიას წყალსაცავების შესახებ. მოსწავლეები ისაუბრებენ, თუ რისთვის
იყენებენ ადამიანები წყალსაცავებს; რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს წყალსაცავის მშენებლობას;
რა მსგავსება და განსხვავებაა ტბასა და წყალსაცავს შორის? 8 წთ.
კლასს დავყოფ ჯგუფებად და დავავალებ, მოიფიქრონ და ჩამოწერონ:
I
ჯგუფი- რომელია აღმოსავლეთ საქართველოს ტბები?
II
ჯგუფი- რომელია დასავლეთ საქართველოს ტბები?
III
ჯგუფი- საქართველოს წყალსაცავები.
IV
ჯგუფი- იპოვონ რუკაზე დასახელებული ტბები და წყალსაცავები?
მოსწავლეები
იმსჯელებენ, გაუზიარებენ ერთმანეთს აზრებს და გაამყარებენ არგუმენტებით. 6წთ.
·
აქტივობა 4
მოსწავლეები
ვენის დიაგრამის საშუალებით შეადარებენ ტბასა და წყალსაცავს, დაადგენენ მათ შორის
მსგავსება-განსხვავებას.. 5წთ.
·
აქტივობა 5
მოსწავლეები
ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ პრეზენტაციებს 5წთ. (პრეზენტაცია1, პრეზენტაცია2, პრეზენტაცია3, პრეზენტაცია4, პრეზენტაცია5, პრეზენტაცია6).
მოსწავლეებმა
უნდა შეასრულონ მოსწავლის რვეულში შესაბამის გვერდზე მოცემული სავარჯიშო. 4წთ.
·
აქტივობა 7
ტესტი 2 წთ.
მოსწავლეები
ჩემი დახმარებით გააკეთებენ ტბის მაკეტს.
5წთ.
·
აქტივობა 8
გაკვეთილის ბოლოს მოკლედ შევაჯამებ აქტივობებს და მომდევნო დღისთვის გადავუგზავნი
ვიდეოგაკვეთილს გასააზრებლად. 2წთ.
|
შეფასების საგანი
და პროცედურები
|
შეფასებისა
და თვითშეფასების რუბრიკები
|
საკლასო მენეჯმენტი
და საგანმანათლებლო რესურსები
|
Pover Point-ში ჩემ მიერ
დამზადებული
საპრეზენტაციო მასალა, პერსონალური კომპიუტერი, ბუკები, უკაბელო ლოკალური ქსელი, მასწავლებლის წიგნი, მოსწავლის წიგნი,
მოსწავლის რვეული, ფოტო/სურათების დამუშავება.
|
შეფასების
რუბრიკა
კრიტერიუმები
|
ყოველთვის
|
ხშირად
|
იშვიათად
|
არასდროს
|
ამოიცნობს ტბებსა და წყალსაცავებს,
როგორც გეოგრაფიულ ობიექტებს
|
||||
მარტივად
ახასიათებს ტბებსა და წყალსაცავებს
|
||||
განავითარებს
და ახორციელებს ახალ იდეებს, უზიარებს სხვებს
|
||||
მუშაობს
სხვადასხვა ჯგუფთან
|
||||
აკეთებს პრეზენტაციას
|
||||
პრეზენტაციის
შეფასების რუბრიკა
N
|
კრიტერიუმები
|
დიახ
|
არა
|
ნაწილობრივ
|
1
|
პასუხობს თემას
|
|
|
|
2
|
ფლობს აუდიტორიას
|
|
|
|
3
|
საუბრობს გამართულად სათანადო ინტონაციის
დაცვით
|
|
|
|
4
|
ეფექტურად იყენებს ვიზუალურ მასალას
|
|
|
|
5
|
ადარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს
|
|
|
|
6
|
იცავს დროის ლიმიტს
|
|
|
|
გაკვეთილის თვითშეფასება
სამოდელო გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში (თემა-,,ტბები და წყალსაცავები”) მრავალფეროვანი
და საინტერესო იყო. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში. ისინი
მაქსიმალურად ცდილობდნენ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას. შექმნილი
ჰქონდათ პოზიტიური და უსაფრთხო სასწავლო გარემო. მოსწავლეებს მიეწოდათ სხვადასხვა ტიპის აქტივობა. ისინი
დავალებების გარკვეულ ნაწილს თავს ართმევდნენ დამოუკიდებლად, ნაწილს კი ჩემი დახმარებით.
გაკვეთილის
მიზნები გასაგებად, კონკრეტულად და რეალისტურად იყო ჩამოყალიბებული. მათი გაცნობა მოსწავლეებისათვის
გაკვეთილის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ორგანიზაციის ფორმები, მრავალფეროვანი
აქტივობები მოსწავლეთა აზროვნების გააქტიურებისკენ იყო მიმართული და ემსახურებოდა მიზნის მიღწევას. მათ
კარგად შეძლეს:
ტბებისა
და წყალსაცავების, როგორც გეოგრაფიული ობიექტების ამოცნობა და მარტივად დახასიათება; ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის
გაზიარება; საღი მსჯელობა და აღქმა; იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა
სიტყვიერი ფორმით; ინფორმაციის გამოყენება; მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრ
დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას. პრეზენტაცია.
გამოვიყენე
სწავლების ახალი სტილი შებრუნებული საკლასო ოთახი. განვსაზღვრე სასწავლო ამოცანები,
სასურველი შედეგები; თითოეული ამოცანისათვის შესაბამისი აქტივობა; ვიდეო მოვამზადე
იმ თემაზე, რომელიც პირდაპირი ინსტრუქციის გზით უკეთესად ისწავლებოდა; გადავამოწმე,
მოსწავლეებს წვდომა ჰქონდათ თუ არა ვიდეოზე; მოვამზადე საინტერესო აქტივობები კლასში
შესასრულებლად; მოსწავლეებთან ერთად შევქმენი შეფასების რუბრიკა, რის მიხედვითაც შეფასდა
კონკრეტული სასწავლო მიზნის დაუფლების დემონსტრირება.
დაგეგმვის
დროს გავითვალისწინე მოსწავლეთა საჭიროებები და შესაძლებლობები.
თავდაპირველად ბავშვებს ვასწავლე ვიდეოს ეფექტურად ყურება. ძირითადი საკითხების გამოსაყოფად გამოვიყენე დაპაუზება-გადახვევის ღილაკები. შემდეგ გავმართეთ დისკუსია, რამდენად მოსახერხებელი იქნებოდა, რომ მოსწავლეებს თავად ჰქონოდათ პაუზისა და გადახვევის ღილაკის კონტროლის საშუალება, უფრო მეტიც, საკუთარი სწავლის კონტროლის საშუალება. ვასწავლე ჩანაწერების გაკეთება; ძირითადი საკითხების ჩანიშვნა, კითხვების დასმა და შესასწავლი მასალის შეჯამება.
შებრუნებული საკლასო ოთახი არ ნიშნავს მაინცდამაინც ვიდეოების გამოყენებას. მთავარი მახასიათებელი არის, რომ ცენტრი მასწავლებლიდან მოსწავლეზე და სწავლაზეა გადატანილი. ვიდეოს სახლში ყურებას დაახლოებით იგივე დრო სჭირდება მოსწავლეებისაგან, რამდენიც დავალების შესრულებას.
თავდაპირველად ბავშვებს ვასწავლე ვიდეოს ეფექტურად ყურება. ძირითადი საკითხების გამოსაყოფად გამოვიყენე დაპაუზება-გადახვევის ღილაკები. შემდეგ გავმართეთ დისკუსია, რამდენად მოსახერხებელი იქნებოდა, რომ მოსწავლეებს თავად ჰქონოდათ პაუზისა და გადახვევის ღილაკის კონტროლის საშუალება, უფრო მეტიც, საკუთარი სწავლის კონტროლის საშუალება. ვასწავლე ჩანაწერების გაკეთება; ძირითადი საკითხების ჩანიშვნა, კითხვების დასმა და შესასწავლი მასალის შეჯამება.
შებრუნებული საკლასო ოთახი არ ნიშნავს მაინცდამაინც ვიდეოების გამოყენებას. მთავარი მახასიათებელი არის, რომ ცენტრი მასწავლებლიდან მოსწავლეზე და სწავლაზეა გადატანილი. ვიდეოს სახლში ყურებას დაახლოებით იგივე დრო სჭირდება მოსწავლეებისაგან, რამდენიც დავალების შესრულებას.
მოსწავლეებმა
სხვადასხვა გზით შეძლეს, დაემტკიცებიათ, რომ ფლობენ სასწავლო მიზანს: ტესტები თემის
ბოლოს, დისკუსიაში მონაწილეობა, პრეზენტაცია, მოკლე ვიდეო, თხზულება.
მოსწავლეები ხალისით მუშაობდნენ ბუკებში. ისინი დაუფლებულები
არიან ბუკთან მუშაობის უნარ-ჩვევებს. ტექნოლოგიებს იყენებენ თემატიკისა და ცნებების
უკეთ გაგებისათვის.
შეფასების ფორმები ნათლად და დეტალურად ითვალისწინებს
სტანდარტებს, სასწავლო ამოცანებს, შესწავლილ მასალას და გამართულია ორგანიზაციული და
ვიზუალური თვალსაზრისით. მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ შეფასების ფორმების
შექმნაში და ხშირად უწევთ თანაკლასელების შეფასება ან თვითშეფასება. ჩემი შეფასებები
მოსწავლეებს ეხმარება, ერთმანეთს შეუდარონ მათი მუშაობის ხარისხი და მოლოდინები.
მოსწავლეებს ვაკეთებინებ დროულ რეფლექსიას,
რათა დაფიქრდნენ თავიანთი სწავლის პროცესზე.
ბავშვებმა ჩემი დახმარებით შექმნეს ტბის მაკეტი.
ბოლოს შევაჯამე გაკვეთილი.
ბავშვებმა გაუზიარეს ერთმანეთს შეხედულებები. მათ შეაფასეს საკუთარი ჩართულობა საგაკვეთილო
პროცესში. ცოდნის გაღრმავებისათვის ჩამოაყალიბეს ახალი კითხვები. შემაჯამებელი შეფასებიდან მიღებულ ინფორმაციას
ვიყენებ მომავალი სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვისთვის.
გაკვეთილის
მსვლელობის დროს სამოქმედო გეგმა არ შეცვლილა.
შეიძლევა
ითქვას, რომ შედეგი მიღწეულია. თანმიმდევრულად
განვახორციელე ისეთი აქტივობები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს მოსწავლეების მიერ ტბებისა და წყალსაცავების, როგორც
გეოგრაფიული ობიექტების ამოცნობასა და მარტივად დახასიათებას; ახალი იდეების განვითარებას, განხორციელებასა და
სხვებისთვის გაზიარებას; საღ მსჯელობასა და აღქმას; იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად
გამოხატვას სიტყვიერი ფორმით; ინფორმაციის გამოყენებას; მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების
საჭიროებისამებრ დაბალანსებას სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას. პრეზენტაციის
უნარების განვითარებას.
იგივე გაკვეთილის ხელახლა
ჩატარების შემთხვევაში შევიტანდი გარკვეულ ცვლილებას. სისტემატურად გამოვიყენებ ჩანაწერებს და დაკვირვების
ფურცლებს, რათა მონიტორინგი გავუწიო ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას.
15.11.2014
ნინო
გამყრელიძე
No comments:
Post a Comment