მასწავლებლის თვითანალიზისა და თვითშეფასების რუბრიკა




კრიტერიუმები
ყოველთვის
ნაწილობრივ
არასდროს
ბავშვები დიდი სიამოვნებით ისმენენ ჩემს მონათხრობ



მიყვარს ცოდნის მუდმივი შევსება და განახლება



 ადამიანების მიმართ ვარ ყურადღებიანი




საკუთარ თავს ვგრძნობ ბედნიერ, მხიარულ ადამიანად



არ მიჩნდება შინაგანი დაბრკოლება თუ სკოლაში ბავშვებთან   დიდი ხნით დარჩენა საჭირო გახდა



დიდი სიამოვნებით ვღებულობ მონაწილეობას სასკოლო მუსიკალურ საღამოებში



არ ვიღლები ბავშვებთან ხანგრძლივი ურთიერთობისას, ისინი მუხტს მმატებენ, მათთან ყოფნა საინტერესო და სახალისოა



მიყვარს საგანები, რომლებსაც ვასწავლი; ვაგროვებ მასალას, რომელიც მეხმარება მუშაობაში



ვცდილობ, ბავშვებში დავინახო და განვავითარო ყველაზე ღირებული და წარმატების მომტანი თვისებები



თითოეულ მოსწავლეს ვექცევი პატივისცემით



მომდევნო გაკვეთილისთვის სახლში მომზადება ჩემში არ იწვევს ნერვულობას; ყოველდღიურად ამის კეთების სურვილი არ მიქრება



მე არ არდები ემოციებში, თუ ხელმძღვანელები ესწრებიან ჩემს გაკვეთილებს. შემიძლია რჩევის მოსმენა, რეკომენდაციების გაზიარება და დასკვნების გამოტანა.



შემწევს უნარი, კვირის განმავლობაში შევინარჩუნო და გავანაწილო საკუთარი ძალები




დიდი სიამოვნებით ვაკეთებ ფიზიკურ ვარჯიშებს



არ მიყვარს მონოტონური, ერთფეროვანი საქმის კეთება



მოსწავლეებთან ერთად ვგეგმავ სხვადასხვა განმავითარებელ აქტივობებს.




ბავშვებთან ერთად   დავდივარ ლაშქრობაში, ვდგამთ სპექტაკლებს




ყოფილ მოსწავლეებს ვუყვარვარ როგორც მეორე დედა, ყოველთვის უხარიათ ჩემთან შეხვედრა, მომმართავენ და მადლიერებით იღებენ რჩევებ




ველ გაკვეთილზე ვცდილობ, მოვიძიო ურთიერთობის ახალი ნაკადულები, გზები, ბილიკები



ინდივიდუალური მიდგომა ჩემთვის ნიშნავს, გაუგო თითოეულ მოსწავლეს,     მის შესახებ იცოდე რაც შეიძლება მეტი, მქონდეს განსაკუთრებული და სანდო ურთიერთობები, ვეხმარებოდე   ცხოვრებისეული არჩევნის გაკეთებაში



ვცდილობ, ადამიანზე არასდროს ვილაპარაკო ცუდად



დადებითი დამოკიდებულება გამაჩნია სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის მიმართ, შემიძლია, დავინახო ბავშვების წარმატებები და წავახალისო ისინი    



ძალიან ვღელავ,   როდესაც ვატარებ ღია გაკვეთილს, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ განვიცდი კმაყოფილების გრძნობას



მე პატივს ვცემ ჩემს კოლეგებს



ვცდილობ, ვიყო გულახდილი



მე პატივს ვცემ თითოეული ბავშვის ინტერესს, ათ აზრს



არასოდეს დავცინი ბავშვებს



კეთილსინდისიერად ვასრულებ ადმინისტრაციის დავალებას




გარდა სკოლისა, გამაჩნია სხვა მდგრადი შემოქმედებითი ინტერესები



მიყვარს გემოვნებით ჩაცმა



პროფესიული ზრდა-განვითარება - ჩემი ძლიერი მხარეა



საერთო საქმიანობას ვგეგმავ ბავშვებთან ერთად



 შემიძლია, შევქმნა პირობები მოსწავლის შესაძლებლობების განვითარებისათვის.






No comments:

Post a Comment