სამოდელო გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში
გაკვეთილის თემა
|
რა არის საცხოვრებელი
გარემო?
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
I
საფეხური, III ა კლასი
|
საგანი/საგნები
|
ბუნებისმეტყველება
|
მასწავლებლის სახელი
და გვარი, ელ. ფოსტა
|
ნინო გამყრელიძე
განათლების (პედაგოგიკის) მეცნიერებათა დოქტორი
ninogamkrelidze@gmail.com
|
ჩატარების ადგილი
და დრო
|
ანდრია რაზმაძის
სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა 17.10.2014
|
მოსწავლეთა პროფილი
|
32
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა/აქტუალობა
|
თემა აქტუალურია.
მოსწავლეები გააცნობიერებენ ცოცხალი ორგანიზმებისათვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს;
განარჩევენ სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმის საცხოვრებელ გარემოს.
|
განსაკუთრებული
მიდგომების, საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
|
არა
|
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
(საგნების მიხედვით)
|
მოსწავლეებმა
უნდა შეძლონ ბუნებრივ გარემოსა და ადამიანის მიერ შექმნილ ყოფით გარემოს შესახებ
საუბარი; ცოცხალი ორგანიზმებისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების დახასიათება;
სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმის საცხოვრებელი გარემოს გარჩევა; იმის გააზრება, თუ
რას იღებს ორგანიზმი საცხოვრებელი გარემოდან; საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დახასიათება;
ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება; საღი მსჯელობა
და აღქმა; იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა სიტყვიერი ფორმით; ინფორმაციის
გამოყენებია; პრეზენტაცია; მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრ დაბალანსება
სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას.
|
მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები (საგნობრივი
სტანდარტი)
|
მოსწავლეს შეუძლია ბუნებრივ გარემოსა და ადამიანის მიერ შექმნილ
ყოფით გარემოს შესახებ საუბარი; ცოცხალი ორგანიზმებისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების
გაცნობიერება; სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმის საცხოვრებელი გარემოს გარჩევა; იმის
გააზრება, თუ რას იღებს ორგანიზმი საცხოვრებელი გარემოდან; საკუთარი საცხოვრებელი
გარემოს დახასიათება; ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
საღი მსჯელობა და აღქმა; იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა სიტყვიერი
ფორმით; ინფორმაციის გამოყენება; მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრ
დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას. პრეზენტაცია.
|
ფონური ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან, როგორ იკვებებიან ცოცხალი არსებები;
როგორ სუნთქავენ ცოცხალი ორგანიზმები.
|
თანმიმდევრობა
აქტივობები
და მეთოდები
|
წინა დღეს კლასის მართვის პროგრამით მოსწავლეებს გადავუგზავნი
ვიდეოგაკვეთილსა და Pover Point-ში ჩემ მიერ დამზადებულ ხმოვან საპრეზენტაციო მასალას, ვაძლევ მითითებას, ყურადღებით გაეცნონ მოცემულ
ფაილს და მომდევნო დღეს ერთმანეთს გაუზიარონ. ჩემი ხმოვანი კომენტარები მოსწავლეს
დახმარებას გაუწევს, თავად შეიმეცნოს ახალი მასალა სახლში. მას საშუალება ეძლევა,
მრავალჯერ მოუსმინოს ვიდეოგაკვეთილს ინდივიდუალური ტემპით.
ხმოვან საპრეზენტაციო
მასალაში მოსწავლე ისმენს ინფორმაციას, აანალიზებს და აკეთებს ჩანაწერებს.
მომდევნო დღეს რეფლექსიის ფაზა გრძელდება კლასში მრავალფეროვანი
აქტივობებით.
·
აქტივობა
1
კლასში გავმართავ
მცირე დისკუსიას წინა დღეს მოსმენილი ვიდეოგაკვეთილის შესახებ. მოსწავლეები ისაუბრებენ
ძუძუმწოვრთა ნაირსახეობაზე, მათ კვებაზე, შეფერილობაზე, თავდაცვის ინსტიქტზე, სხვადასხვა
საბინადრო გარემოში ცხოვრებაზე...
ისინი თავიანთ მოსაზრებებს გაამყარებენ არგუმენტებით. 10 წთ (იხილეთ ვიდეო).
·
აქტივობა 2
კლასში კვლავ
გავმართავ დისკუსიას ცოცხალი ორგანიზმების საცხოვრებელი გარემოს შესახებ. მოსწავლეები
ისაუბრებენ, თუ რას იღებს ორგანიზმი თავისი საცხოვრებელი გარემოდან; როგორია მათი
საცხოვრებელი გარემო; რომელი ცოცხალი არსებებია იქ ადამიანების გარდა? 10 წთ (იხილეთ პრეზენტაცია).
კლასს დავყოფ ჯგუფებად და დავავალებ, მოიფიქრონ:
I
ჯგუფი- რომელია თევზების საცხოვრებელი გარემო?
II
ჯგუფი- რომელია მწერების საცხოვრებელი გარემო?
III
ჯგუფი- დაასახელეთ ხელოვნური საცხოვრებელი გარემო.
IV
ჯგუფი- რა უნდა ვიღონოთ დანაგვიანებული გარემოს დასასუფთავებლად?
მოსწავლეები
იმსჯელებენ, გაუზიარებენ ერთმანეთს აზრებს და გაამყარებენ არგუმენტებით. 6წთ.
·
აქტივობა 4
გონებრივი იერიშის
რუკის დახმარებით მოსწავლეები იმსჯელებენ ძუძუმწოვრების დამახასიათებელ თვისებებსა
და მათ საარსებო გარემოზე. 5წთ.
მოსწავლეებმა
უნდა შეასრულონ მოსწავლის რვეულში შესაბამის გვერდზე მოცემული სავარჯიშო. 5წთ.
ტესტი 4წთ.
·
აქტივობა 7
გაკვეთილის ბოლოს მოკლედ შევაჯამებ აქტივობებს და მომდევნო დღისთვის გადავუგზავნი
ვიდეოგაკვეთილს განსახილველად. 5წთ.
|
შეფასების საგანი
და პროცედურები
|
შეფასებისა
და თვითშეფასების რუბრიკები
|
საკლასო მენეჯმენტი
და საგანმანათლებლო რესურსები
|
Pover Point-ში ჩემ მიერ
დამზადებული
საპრეზენტაციო მასალა, პერსონალური
კომპიუტერი,
ბუკები, უკაბელო ლოკალური
ქსელი, მასწავლებლის წიგნი, მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული, ფოტო/სურათების
დამუშავება.
|
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
ყოველთვის
|
ხშირად
|
იშვიათად
|
არასდროს
|
საუბრობს ბუნებრივ და ადამიანის მიერ შექმნილ ყოფით გარემოზე
|
||||
ასახელებს ცოცხალი ორგანიზმების
ნიშან-თვისებების
|
||||
არჩევს ცოცხალი ორგანიზმების საცხოვრებელ გარემოს
|
||||
ახასიათებს საკუთარ საცხოვრებელ გარემოს
|
||||
მუშაობს სხვადასხვა ჯგუფთან
|
||||
აკეთებს
პრეზენტაციას
|
||||
პრეზენტაციის
შეფასების რუბრიკა
N
|
კრიტერიუმები
|
დიახ
|
არა
|
ნაწილობრივ
|
1
|
პასუხობს თემას
|
|
|
|
2
|
ფლობს აუდიტორიას
|
|
|
|
3
|
საუბრობს გამართულად სათანადო ინტონაციის
დაცვით
|
|
|
|
4
|
ეფექტურად იყენებს ვიზუალურ მასალას
|
|
|
|
5
|
ადარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს
|
|
|
|
6
|
იცავს დროის ლიმიტს
|
|
|
|
გაკვეთილის თვითშეფასება
სამოდელო გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში (თემა-,,რა არის საცხოვრებელი
გარემო”?)
მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო
პროცესში. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას. შექმნილი
ჰქონდათ პოზიტიური და უსაფრთხო სასწავლო გარემო. მოსწავლეებს მიეწოდათ სხვადასხვა ტიპის აქტივობა. ისინი
დავალებების გარკვეულ ნაწილს თავს ართმევდნენ დამოუკიდებლად, ნაწილს კი ჩემი დახმარებით.
გაკვეთილის
მიზნები გასაგებად, კონკრეტულად და რეალისტურად იყო ჩამოყალიბებული. მათი გაცნობა მოსწავლეებისათვის
გაკვეთილის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ორგანიზაციის ფორმები, მრავალფეროვანი
აქტივობები მოსწავლეთა აზროვნების გააქტიურებისკენ იყო მიმართული და ემსახურებოდა მიზნის მიღწევას. მათ
კარგად შეძლეს:
ბუნებრივ
გარემოსა და ადამიანის მიერ შექმნილ ყოფით გარემოს შესახებ საუბარი; ცოცხალი ორგანიზმებისათვის
დამახასიათებელი ნიშან-თვისებების დახასიათება; სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმის საცხოვრებელი
გარემოს გარჩევა; იმის გააზრება, თუ რას იღებს ორგანიზმი საცხოვრებელი გარემოდან; საკუთარი
საცხოვრებელი გარემოს დახასიათება; პრეზენტაცია; მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების
საჭიროებისამებრ დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას.
გამოვიყენე
სწავლების ახალი სტილი შებრუნებული საკლასო ოთახი. განვსაზღვრე სასწავლო ამოცანები,
სასურველი შედეგები; თითოეული ამოცანისათვის შესაბამისი აქტივობა; ვიდეო მოვამზადე
იმ თემაზე, რომელიც პირდაპირი ინსტრუქციის გზით უკეთესად ისწავლებოდა; გადავამოწმე,
მოსწავლეებს წვდომა ჰქონდათ თუ არა ვიდეოზე; მოვამზადე საინტერესო აქტივობები კლასში
შესასრულებლად; მოსწავლეებთან ერთად შევქმენი შეფასების რუბრიკა, რის მიხედვითაც შეფასდა
კონკრეტული სასწავლო მიზნის დაუფლების დემონსტრირება.
დაგეგმვის
დროს გავითვალისწინე მოსწავლეთა საჭიროებები და შესაძლებლობები.
თავდაპირველად ბავშვებს ვასწავლე ვიდეოს ეფექტურად ყურება. ძირითადი საკითხების გამოსაყოფად გამოვიყენე დაპაუზება-გადახვევის ღილაკები. შემდეგ გავმართეთ დისკუსია, რამდენად მოსახერხებელი იქნებოდა, რომ მოსწავლეებს თავად ჰქონოდათ პაუზისა და გადახვევის ღილაკის კონტროლის საშუალება, უფრო მეტიც, საკუთარი სწავლის კონტროლის საშუალება. ვასწავლე ჩანაწერების გაკეთება; ძირითადი საკითხების ჩანიშვნა, კითხვების დასმა და შესასწავლი მასალის შეჯამება.
შებრუნებული საკლასო ოთახი არ ნიშნავს მაინცდამაინც ვიდეოების გამოყენებას. მთავარი მახასიათებელი არის, რომ ცენტრი მასწავლებლიდან მოსწავლეზე და სწავლაზეა გადატანილი. ვიდეოს სახლში ყურებას დაახლოებით იგივე დრო სჭირდება მოსწავლეებისაგან, რამდენიც დავალების შესრულებას.
თავდაპირველად ბავშვებს ვასწავლე ვიდეოს ეფექტურად ყურება. ძირითადი საკითხების გამოსაყოფად გამოვიყენე დაპაუზება-გადახვევის ღილაკები. შემდეგ გავმართეთ დისკუსია, რამდენად მოსახერხებელი იქნებოდა, რომ მოსწავლეებს თავად ჰქონოდათ პაუზისა და გადახვევის ღილაკის კონტროლის საშუალება, უფრო მეტიც, საკუთარი სწავლის კონტროლის საშუალება. ვასწავლე ჩანაწერების გაკეთება; ძირითადი საკითხების ჩანიშვნა, კითხვების დასმა და შესასწავლი მასალის შეჯამება.
შებრუნებული საკლასო ოთახი არ ნიშნავს მაინცდამაინც ვიდეოების გამოყენებას. მთავარი მახასიათებელი არის, რომ ცენტრი მასწავლებლიდან მოსწავლეზე და სწავლაზეა გადატანილი. ვიდეოს სახლში ყურებას დაახლოებით იგივე დრო სჭირდება მოსწავლეებისაგან, რამდენიც დავალების შესრულებას.
მოსწავლეებმა
სხვადასხვა გზით შეძლეს, დაემტკიცებიათ, რომ ფლობენ სასწავლო მიზანს: ტესტები თემის
ბოლოს, დისკუსიაში მონაწილეობა, პრეზენტაცია, მოკლე ვიდეო, თხზულება.
მოსწავლეები ხალისით მუშაობდნენ ბუკებში. ისინი დაუფლებულები
არიან ბუკთან მუშაობის უნარ-ჩვევებს. ტექნოლოგიებს იყენებენ თემატიკისა და ცნებების
უკეთ გაგებისათვის.
შეფასების ფორმები ნათლად და დეტალურად ითვალისწინებს
სტანდარტებს, სასწავლო ამოცანებს, შესწავლილ მასალას და გამართულია ორგანიზაციული და
ვიზუალური თვალსაზრისით. მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ შეფასების ფორმების
შექმნაში და ხშირად უწევთ თანაკლასელების შეფასება ან თვითშეფასება. ჩემი შეფასებები
მოსწავლეებს ეხმარება, ერთმანეთს შეუდარონ მათი მუშაობის ხარისხი და მოლოდინები.
მოსწავლეებს ვაკეთებინებ დროულ რეფლექსიას,
რათა დაფიქრდნენ თავიანთი სწავლის პროცესზე.
ბოლოს შევაჯამე გაკვეთილი.
ბავშვებმა გაუზიარეს ერთმანეთს შეხედულებები. მათ შეაფასეს საკუთარი ჩართულობა საგაკვეთილო
პროცესში. ცოდნის გაღრმავებისათვის ჩამოაყალიბეს ახალი კითხვები. შემაჯამებელი შეფასებიდან მიღებულ ინფორმაციას
ვიყენებ მომავალი სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვისთვის.
გაკვეთილის
მსვლელობის დროს სამოქმედო გეგმა არ შეცვლილა.
შეიძლევა
ითქვას, რომ შედეგი მიღწეულია. თანმიმდევრულად
განვახორციელე ისეთი აქტივობები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს მოსწავლეების მიერ იმის გაცნობიერებას, რომ ბუნებრივ
გარემოსა და ადამიანის მიერ შექმნილ ყოფით გარემოს შორის არსებობს განსხვავება; შეძლეს
ცოცხალი ორგანიზმებისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების დახასიათება; სხვადასხვა
ცოცხალი ორგანიზმის საცხოვრებელი გარემოს გარჩევა; იმის გააზრება, თუ რას იღებს ორგანიზმი
საცხოვრებელი გარემოდან; საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დახასიათება; პრეზენტაცია;
იგივე გაკვეთილის ხელახლა
ჩატარების შემთხვევაში შევიტანდი გარკვეულ ცვლილებას. სისტემატურად გამოვიყენებ ჩანაწერებს და დაკვირვების
ფურცლებს, რათა მონიტორინგი გავუწიო ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას.
18.10.2014
ნინო გამყრელიძე
No comments:
Post a Comment